სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. ამასთან განხორციელებული აქვს ხმებისა და აქტივობის პარალელური დათვლა ბოლო 6 არჩევნებზე.
05.11.1995 - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში;
15.11.1998 - აფხაზეთიდან გადაადგიელბულ პირთა პლებისციტი;
15.11.1998 - ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის არჩევნები;
31.10.1999 - საპარლამენტო არჩევნები;
09.04. 2000 - საპრეზიდენტო არჩევნები;
02.06. 2002 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
02.11.2003 - საპარლამენტო არჩევნები;
04.01.2004 - საპრეზიდენტო არჩევნები;
28.03.2004 - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
05.10.2006 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
05.01.2008 - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები;
21.05.2008 - საპარლამენტო არჩევნები.
03.11.2008 - აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.
არჩევნების გარდა ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები სამოქალაქო განათლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებით. ესენია:
სამთავრობო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
32 რაიონში მოქალაქეთა რეგისტრაციის ორგანოების მონიტორინგი;
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი;
ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი;
ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობის მონიტორინგი;
საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგი;
სახელმწიფო ავტოინსპექციის, სატრანსპორტო და სარეგისტრაციო განყოფილებების საქმიანობების მონიტორინგი;
სახელმწიფო საპასპორტო განყოფილებების მუშაობის გამჭვირვალობის კონტროლი;
წვევამდელთა უფლებების დაცვა;
უფასო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
სოციალურად დაუცველი ფენების პრობლემების შესწავლა;
მიწის მესაკუთრეთა დაცვა და მათი ინფორმირება მიწის გადასახადებთან დაკავშირებით.