EN
GE
2016 საპარლამენტო არჩევნები
29 აპრილი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხმის მიცემის, უბნების დახურვის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
28 აპრილი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.
27 აპრილი, 2018
ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებში 5 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა უთანასწორო საარჩევნო კანონმდებლობის მიზეზით.
10 მარტი, 2017
ანგარიში წარმოადგენს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა.
10 მარტი, 2017
10 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. 
25 ნოემბერი, 2016
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:განსაკუთრებული ყურადღებით  მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
24 ნოემბერი, 2016
გამოდის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტთან.
[1]  2  3  4  5  6  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted