EN
GE
ISFED-მა მეზობელი ქვეყნების კოლეგებს სასწავლო ვიზიტით უმასპინძლა

სამართლიანი არჩევნებისა“ და Promo-LEX Association-ის (მოლდოვა) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში“ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სასწავლო ვიზიტით სტუმრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს გამოცდილების გაზიარება პარტიების დაფინანსების კანონმდებლობისa და პრაქტიკის შესახებ. ასევე ინფორმაციის მიღება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, სხვა გამოვლენილი დარღვევებისა და  გამოწვევების შესახებ.

შეხვედრები გაიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელძღვანელთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

  




<< უკან
12.09.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted