EN
GE
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის 2016 წლის 25 ნოემბრის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 25 ნოემბერს თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მოწვევის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდა. ორგანიზაციის დამკვირვებლები პროცესს მონიტორინგს უწევდნენ 13 უბნიდან 8 საარჩევნო უბანზე.  

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 174 კანდიდატი, რომელთა სრული უმრავლესობა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დებულების თანახმად, არჩევნები ტარდება მაჟორიტარული სისტემით . სტუდენტური თვითმმართველობაში  აირჩევა 140 დელეგატი. (20-20 დელეგატი თსუ-ს 7 ფაკულტეტიდან) ფაკულტეტის საბჭოს  დელეგატები კი ავტომატურად ხდებიან თვითმმართველობის ის არჩეული წევრები, რომლებიც შესაბამის კურსზე საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. შესაბამისად, ამომრჩეველი კონკრეტულ კანდიდატზე ერთი ხმის მიცემით ირჩევს ერთი მხრივ, სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატს, ხოლო მეორე მხრივ - კონკრეტული ფაკულტეტის საბჭოს წევრს. 


თსუ-ს არჩევნები by Tuta Chkheidze on Scribd


<< უკან
20.12.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted