EN
GE
2018 წლის საპრეზიდენტო
28 ოქტომბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები
28 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
28 ოქტომბერი, 2018
ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით, 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 16.0% (+/-0.5 % ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად მცირედით ჩამორჩება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემს (17.2%). 
28 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
27 ოქტომბერი, 2018
1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი განსაზღვრა. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 28 აგვისტოს, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყო და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მეტად ინტენსიური და დაძაბული გახდა.
26 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგი29 აგვისტოს, ოფიციალური კამპანიის დაწყებასთან ერთად დაიწყო. საქართველოში სოციალურ ქსელებს შორის „ფეისბუქის“ პოპულარობის გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მიმდინარე ეტაპზე აკვირდება მხოლოდ „ფეისბუქ“ აქტივობას.
26 ოქტომბერი, 2018
26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. „სამართლიანი არჩევნები“ პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც საარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის მეთოდური წინასაარჩევნო მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი დაიწყო 29 აგვისტოს. საქართველოში სოციალური მედიის პლატფორმებს შორის განსაკუთრებული პოპულარობის გათვალისწინებით, ISFED მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ Facebook-ში საარჩევნო კონტექსტში აქტივობას დააკვირდა.
25 ოქტომბერი, 2018
25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
25 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას ა/წ 1 აგვისტოდან ახორციელებს. 10 აგვისტოდან მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.
11 ოქტომბერი, 2018
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.
წინა |  1  2  [3]  4  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted