EN
GE
სამართლიანი არჩევნების განცხადება სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარაზე
''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალურია, ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედროები, რომლებიც, საკუთარი სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულნი არიან ''ნაციონალურ მოძრაობასთან''. 

მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი. 

''სამართლიანი არჩევნები'' აქამდეც შეშფოთებას გამოხატავდა პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მზარდი აგრესიული რიტორიკის გამოვლენის ფაქტებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა.

<< უკან
12.11.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted