EN
GE
ანგარიშები
23 აგვისტო, 2016
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პეროდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2016 წლის 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. 

25 ივლისი, 2016
26 ივლისს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.



5 ივლისი, 2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების-საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის
21 ივნისი, 2016
კვლავაც ვერ მოხერხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
16 ივნისი, 2016
16 ივნისს, ორგანიზაციებმა „სიდა“ და „სამართლიანი არჩევნები“ კონფერენცია „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი - სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები“ გამართეს. შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა დაესწრნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების,ასევე  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
10 მაისი, 2016
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, კომისიის ხელმძღვანელი პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა.
1 აპრილი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისათვის“ საარჩევნო რეფორმის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება წარმოადგენს. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა, აუცილებელია ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ხდებოდეს. 
22 დეკემბერი, 2015
ანგარიში მოიცავს საჯარო მოხელეთა კონკურსის პროცესის სამართლებრივ შეფასებას და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია ორგანიზაციის მოსაზრებები 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის თაობაზე. 
7 ოქტომბერი, 2015
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა. 

23 ივლისი, 2015
‘’სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ’’ (ISFED) განახორციელა სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა (ოჯახთა) გამოკითხვა და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარების პროცესის ეფექტურობის შეფასება. ‘’სამართლიანი არჩევნების’’ ინტერვიუერები იმყოფებოდნენ მერიის მიერ შექმნილ ვებ-პორტალზე1 მითითებულ ლოკაციებზე, სადაც, მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები იმყოფებოდნენ. გამოკითხვა ჩატარდა 9 ივლისიდან 13 ივლისამდე პერიოდში.
წინა |  1  [2]  3  4  5  6  7  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted