EN
GE
ანგარიშები
6 ივნისი, 2014
6 ივნისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა სავარაუდო ზეწოლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე.
23 მაისი, 2014
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2014 წლის 16 მაისს დააკვირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს. ორგანიზაციამ მონიტორინგი განახორციელა არსებული 12 უბნიდან 6 უბანზე. ესენია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის N1 და N2 უბანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის N1 და N2 უბანი, იურიდიული ფაკულტეტის N1 უბანი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის N2 საარჩევნო უბანი.
15 მაისი, 2014

„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, კერძოდ, 7 შემთხვევა, რაც მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი პროექტის ინიცირებასა და ბიუჯეტის მოდიფიცირებაში გამოვლინდა. გარდა ამისა, ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 1 შემთხვევა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 6 ფაქტი და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის 1 ფაქტი“, - ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

24 აპრილი, 2014
"ანგარიშში მოცემულია ორგანიზაციის მიერ 20 აპრილამდე დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4 ფაქტი, პოლიტიკურად აქტიური პირების ზეწოლის 1, ხოლო დაკითხვა-დაპატიმრების 6 ფაქტი.  აღნიშნულ ფაქტებს ცალსახად ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“,-ამბობს ნინო ლომჯარია
18 დეკემბერი, 2013
წინამდებარე ანგარიში ასახავს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნები“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის პროცესში. 
11 ნოემბერი, 2013
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განაგრძობს პრესის წინასაარჩევნო მონიტორინგს პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში და წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მესამე შუალედურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს პერიოდს 16 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე.
24 ოქტომბერი, 2013
 „დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ორი ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მოქალაქეზე. ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამ ფაქტს  „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტის მიმართ.“ - ამბობს ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.
15 ოქტომბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეხუთე ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.
10 ოქტომბერი, 2013
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პრესის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს.
18 სექტემბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეოთხე ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 20 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.
წინა |  1  2  3  4  [5]  6  7  8  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted