EN
GE
ანგარიშები
3 სექტემბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს და შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს.
22 აგვისტო, 2012
ანგარიში მოიცავს 2012 წლის 11 მაისიდან 13 აგვისტომდე პერიოდს. შერჩეულ 10 ქართულ ბეჭდურ გამოცემაზე დაკვირვებისთვის გამოყენებული იყო საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს მასალის რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს.
20 აგვისტო, 2012
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მეოთხე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 3 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
13 ივლისი, 2012
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. 
15 ივნისი, 2012
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარისა და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
21 მაისი, 2012
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 1 აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 9, დარბევის 1, ბიზნესმენებზე/კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მიზნით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მმოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. წინამდებარე ანგარიშში საუბარია, ასევე, საყურადღებო ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა საანგარიშო პერიოდში და და შესაძლოა უკავშირდებოდეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს. "სამართლიანი არჩევნები" მიესალმება 2012 წლის 18 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის შექმნას და იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი უწყებების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.
30 მაისი, 2010
„სამართლიანი არჩევნებმა“ განახორციელა წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების
შემდგომ პერიოდს მონიტორინგი. ორგანიზაციის გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი
დამკვირვებლების მიერ საქართველოს მაშტაბით მოპოვებული ინფორმაცია საარჩევნო
პროცესების და დარღვევების შესახებ სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით მიეწოდა
ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.
9 ივლისი, 2008
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელ ანგარიშს. იხილეთ ვრცლად:
5 იანვარი, 2008
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელ ანგარიშს. 
5 ოქტომბერი, 2006
2006 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნები. არჩევნები განხორციელდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 76
საარჩევნო ოლქში, კონფლიქტურის ზონების - ქვემო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
გარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნები ჩატარდა როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული
სისტემის საფუძველზე და აირჩა 4 თემის, 60 მუნიციპალიტეტის (ყოფილი რაიონის)
და 4 თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისისა და
დედაქალაქის - თბილისის საკრებულოები.
წინა |  1  ...  3  4  5  6  [7]  8  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted