EN
GE
განცხადებები
11 ოქტომბერი, 2018
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.
8 ოქტომბერი, 2018
ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.
2 ოქტომბერი, 2018
ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის გაგრძელების მიზნით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.
1 ოქტომბერი, 2018
ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება, ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად, საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.
27 სექტემბერი, 2018
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ.
25 სექტემბერი, 2018
გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
21 სექტემბერი, 2018
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფლებამოსილ პირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.
20 სექტემბერი, 2018
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 19 სექტემბერს, ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატზე ფიზიკურ თავდასხმას. სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ცალკეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში კვლავ აქვს ადგილი ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების შემთხვევებს.
18 სექტემბერი, 2018
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას და იმ პრობლემებს, რაც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა.
15 სექტემბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშირისო საზოგადოება ეხმიანება 14 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს.
[1]  2  3  4  5  ...  40  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted