EN
GE
განცხადებები
7 ნოემბერი, 2018
''სამართლიანმა არჩევნებმა'' 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 127 საჩივარი წარადგინა. აქედან, 15 საჩივარი დაკმაყოფილდა, 13 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 40 არ დაკმაყოფილდა და 18 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ერთი საჩივარი თავად ორგანიზაციამ მოხსნა. რამდენიმე საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.
6 ნოემბერი, 2018
სამოქალაქო პლატფორმა ''არა ფობიას!'' ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასადა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში.
5 ნოემბერი, 2018
წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.
4 ნოემბერი, 2018
2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე პრინციპული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.
27 ოქტომბერი, 2018
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.
24 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა.
11 ოქტომბერი, 2018
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.
8 ოქტომბერი, 2018
ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.
2 ოქტომბერი, 2018
ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის გაგრძელების მიზნით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.
1 ოქტომბერი, 2018
ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება, ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად, საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.
წინა |  1  [2]  3  4  5  6  ...  41  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted