EN
GE
განცხადებები
10 დეკემბერი, 2015
საარჩევნო რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ნებისმიერი ცვლილება მიღებულ უნდა იყოს უმრავლესობის შეთანხმებით, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ამ ეტაპამდე ვერ იქნა უზრუნველყოფილი. წარმოდგენილი პროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. 
9 დეკემბერი, 2015
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს პოლიტიკოსებს სიფრთხილით მოეკიდონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეფასებას

4 დეკემბერი, 2015
კოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
30 ნოემბერი, 2015
ISFED-ის საჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო სააგენტოების ,,რეპორტიორი“-ისა და MPress-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევის ფაქტი დაადასტურა. კომისიის  2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რაც რეაგირებისთვის გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
12 ნოემბერი, 2015
დღეს, 12 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამწვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელები მოშიმშილე ირმა ინაშვილსა და „პატრიორტთა ალიანსის“ სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ. 
11 ნოემბერი, 2015
10 ნოემბერს,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიისთვის ვრცელი კომენტარები გააკეთა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან, ეუთოს და ევროსაბჭოს განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით. 
9 ნოემბერი, 2015
31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 12 საჩივარი წარადგინა. აქედან, 7 საჩივარი შეტანილი იყო უბნის გახსნისა და ხმის მიცემისას გამოვლენილ დარღვევებზე, ხოლო 5 საჩივარი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებზე. 12 საჩივრიდან 6 მარტვილის და 6 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო წარდგენილი. 
9 ნოემბერი, 2015
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 ნოემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს გიორგი მდინარაძეს პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შედეგად, ადვოკატს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რაც ასახულია მედიაში გასულ სიუჟეტშიც. დაზიანებების დეტალურ აღწერას ასევე აქვეყნებს სახალხო დამცველის ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც პირადად მოინახულეს დაზარალებული.
6 ნოემბერი, 2015
დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის თანახმადაც „სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2”-ს დაენიშნა დროებითი მმართველი, ხოლო მენეჯმენტის მოქმედ წევრებს შეუჩერდათ უფლებამოსილება.
6 ნოემბერი, 2015
It is now obvious that this decision was made to circumvent the ruling of the Constitutional Court of Georgia, which prevented the immediate enforcement of the Civil Court’s decision of November 3 on changing the ownership of Rustavi 2.
წინა |  1  ...  21  22  23  24  [25]  26  27  28  29  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted