EN
GE
განცხადებები
26 ოქტომბერი, 2015
მიმდინარე წლის სექტემბერში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები.
23 ოქტომბერი, 2015
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
20 ოქტომბერი, 2015
გვსურს, გამოვეხმაუროთ უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების, ასევე, აღნიშნული ვიდეოების თბილისსა და ზუგდიდში საჯარო ჩვენების ფაქტებს.  
19 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”  აგრძელებს რეგიონებში შეხვედრების ციკლს. 16 ოქტომბერს შეხვედრები შედგა ზესტაფონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები და სხვა დაინტერესებული პირები.  
15 ოქტომბერი, 2015
დღეს, 15 ოქტომბერს, ENEMO-მ, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა, უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაწყების შესახებ განაცხადა.
8 ოქტომბერი, 2015
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
7 ოქტომბერი, 2015
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, ერთი მხრივ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, მეორე მხრივ კი მოახდინონ სათანადო და ერთგვაროვანი რეაგირება ერთმანეთის იდენტურ კანონდარღვევებზე და აღნიშნული დააფუძნონ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს. 
2 ოქტომბერი, 2015
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია „საქართველოს” ქონება დააყადაღა. ტელეკომპანია „საქართველო” „რუსთავი 2”-ის წილების 51%-ს ფლობს. (ტელეკომპანია „საქართველოს” მფლობელები ძმები ყარამანიშვილები არიან, რომლებიც ასევე ფლობენ „რუსთავი 2”-ის 40%-ს.)
17 სექტემბერი, 2015
ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით ადგენს სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს და არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტას.
16 სექტემბერი, 2015
ISFED-ის  მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია გასცეს. თვითმმართველობის მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციას არაერთი პრობლემა შეექმნა საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ამ მიზეზით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი წარადგინა.
წინა |  1  ...  22  23  24  25  [26]  27  28  29  30  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted