EN
GE
განცხადებები
11 სექტემბერი, 2015
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ,,სამართლიან არჩევნებს” შეეზღუდა თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის უფლებამოსილება.
9 სექტემბერი, 2015
8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.
3 სექტემბერი, 2015
მოვუწოდებთ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული ფართო კონსენსუსი, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და სანამ ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, გამოვიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების წესს გაითვალისწინებს.
2 სექტემბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წინადადება ვერ გადაჭრის იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რასაც არსებული სისტემა ქმნის და ვერ უზრუნველყოფს რეალურად სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.
31 აგვისტო, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  უარყოფითად აფასებს  საპარლამეტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქართულ მედია-სივრცეში ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის დახურვის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გაკეთებული განმარტებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს მედია საშუალებაზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. 
19 აგვისტო, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება 2015 წლის ივლისში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრების არჩევნებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატთა შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ორგანიზაცია, როგორც საკონკურსო კომისიის წევრი, ღია კონკურსის გამოცხადებისთანავე მონაწილეობას იღებდა  კომისიის მუშაობაში. 
10 აგვისტო, 2015
სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ადანაშაულებდა მოქმედ ხელისუფლებას ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში.
27 ივლისი, 2015
ENEMO მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, რომ შეაჩეროს Golos-ზე განხორციელებული ზეწოლა
„სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი” (ENEMO) მკაცრად გმობს ENEMO-ს წევრი რუსული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, Golos-ის წინააღმდეგ განხორციელებულ სახელმწიფო ზეწოლის ფაქტებს.
15 ივლისი, 2015
აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რის გარეშეც, ვერც ერთი ზომა ვერ იქნება შედეგიანი. ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მონაწილეობით.
14 ივლისი, 2015
“ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის” (EPDE) გამოხატავს მკაცრ პროტესტს EPDE-ს წევრი ორგანიზაციის “გოლოსის” თანამშრომელთა წინააღმდეგ განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით
წინა |  1  ...  23  24  25  26  [27]  28  29  30  31  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted