EN
GE
განცხადებები
10 ივლისი, 2015
თბილისის მერია „სამართლიან არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ საჯარო მოხელეთა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევს. მერიიდან მოწოდებული წერილის მიხედვით, ორგანიზაციას გასაუბრებაზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსის ნაცვლად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის სტატუსით შესთავაზეს. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მიუღებელია მსგავსი შეთავაზება, რადგან კომისიის წევრის სტატუსი, წინააღმდეგობაში მოდის სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობასთან.
10 ივლისი, 2015
კანონპროექტის განხილვებისას სრულიად იგნორირებული იყო  თავად მოსახლეობის, ასევე იმ 60-მდე ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებმაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და კანონპროექტის მომზადებას წელიწადზე მეტი მოანდომეს. შედეგად,  ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,   საზოგადოებრივი საბჭოს, როგორც დასახლების ქმედითი, ეფექტური კოლეგიალური წარმონაქმნის ცნება პროექტიდან ამოღებულია.
15 ივნისი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლთა გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, რომელთა წევრები წყალილობის შედეგად დაიღუპნენ; ვუსამძიმრებთ ზოოპარკის ადმინისტრაციას დაღუპული თანამშრომლების, ასევე იმ ცხოველების გამო, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა. 
8 ივნისი, 2015
ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას. 
16 მაისი, 2015
არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან.
4 მაისი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების-საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის“ წევრი, მისი შექმნის დღიდან იყო. 2015 წლის 4 მაისს, კომისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
28 აპრილი, 2015
გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ. 
23 აპრილი, 2015
,,სამართლიანი არჩევნები” გმობს ბოლო დღეებში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების ფაქტებს, რასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჰქონდა ადგილი.
21 აპრილი, 2015
ვეხმაურებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, 2015 წლის 8 აპრილს, წარმოდგენილ პროკურატურის რეფორმის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებულია რამდენიმე სიახლე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით. კონცეფციით დანიშვნის პროცესში შემოყვანილია საპროკურორო საბჭო, რომელიც ახდენს იუსტიციის მინისტრის მიერ ნომინირებული კანდიდატების განხილვას. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა წარედგინება მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, კანდიდატურის თაობაზე მსჯელობს პარლამენტი, რომელიც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს.
19 აპრილი, 2015
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას.  კოდექსის შექმნა შეესაბამება  ბავშვის უფლებათა  კონვენციას, რომელიც მის ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაამკვიდროს სპეციალური პოლიტიკა, პროცედურები, და ინსტიტუტები, მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.  
წინა |  1  ...  24  25  26  27  [28]  29  30  31  32  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted