EN
GE
განცხადებები
1 ოქტომბერი, 2013
2012 წლის 24 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება #42/2012, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებას არეგულირებს. 

19 სექტემბერი, 2013
დღეს, კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, საზოგადოებას არ აქვს სრული სურათი ადამიანის უფლებათა იმ სისტემური დარღვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები არ არის გამჭვირვალე.
13 სექტემბერი, 2013
2013 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინტერნეტ გვერდზე განათავსა მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც  თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი რეგისტრაციის სტატუსის შესახებ და გაეცნოს ხელახალი რეგისტრაციის პროცედურებს. აღნიშნული ბაზა, რომელიც საჯაროა, შეიცავს, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს.
11 სექტემბერი, 2013
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ცესკოში კენჭისყრა დღეს,11 სექტემბერს დასრულდა. თამარ ჟვანიას კანდიდატურას კომისიის ექვსივე წევრმა დაუჭირა მხარი.

5 სექტემბერი, 2013
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ  პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების  ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
5 სექტემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს უარი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ეფუძნება კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას. 
2 სექტემბერი, 2013
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
2 სექტემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების გამო და მიიჩნევს, რომ მეჩეთის მინარეთის მოშლით და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებები.
26 აგვისტო, 2013
ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება.
5 ივლისი, 2013
როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება ვიდეო არქივი, სადაც სხვა ჩანაწერებთან ერთად, გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადებები ვიდეო არქივის განდგურების შესახებ, ეს მასალა კვლავ სამინისტროში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას
წინა |  1  ...  27  28  29  30  [31]  32  33  34  35  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted