EN
GE
განცხადებები
24 სექტემბერი, 2014
2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისის მერიიდან სულ გათავისუფლდა 155 ადამიანი. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე - 115; ვადის გასვლის გამო - 32; დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო - 5; სხვა საფუძვლით - 3. 
24 სექტემბერი, 2014
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების აღსადგენად. 
19 სექტემბერი, 2014
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ორ შტოს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკების შემდეგ. შედეგად, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა, გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და, ზოგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის იგნორირებას. 
12 სექტემბერი, 2014
გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის ,,ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. 
5 სექტემბერი, 2014
ბოლოდროინდელი მკვლელობებისა და დანაშაულების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ მძიმე დანაშაულების რიცხვი გასულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. 
8 აგვისტო, 2014
დღეს, 8 აგვისტოს, ექვსი წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. პატივს მივაგებთ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 
1 აგვისტო, 2014
საქართველოს ხელისუფლებამ ამ და სხვა საქმეებთან მიმართებაში უნდა იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით და სათანადო გამჭრვიალობისა და დასაბუთებულობის გზით გამორიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტი. ეს მნიშვნელოვანია არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის შემდგომ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. 

8 ივლისი, 2014
რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო, როდესაც  ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ. 
7 ივლისი, 2014
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრების მხრიდან წუხილის საგანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების „არაკომპეტენტურობა“ აღმოჩნდა. ნაცვლად რეალურ პრობლემებზე მსჯელობისა, ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკით შეეცადა ყურადღების გადატანას მნიშვნელოვანი პრობლემებიდან, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა.  

წინა |  1  ...  28  29  30  31  [32]  33  34  35  36  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted