EN
GE
განცხადებები
11 დეკემბერი, 2013
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 15 დეკემბერს უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.
9 დეკემბერი, 2013
დღეს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები კორუფციის მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო რეფორმის პრიორიტეტების ხედვაც შემოგთავაზოთ.
5 დეკემბერი, 2013
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა  წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.  მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.
5 დეკემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების საჭიროებებსა და რისკებთან დაკავშირებით.
2 დეკემბერი, 2013
საბჭოს მუშაობა დიდწილად წევრთა სუბიექტურ, არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციებსა და ურთიერთშეთანხმებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სახიფათოა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. 
25 ნოემბერი, 2013
24-29 ნოემბერს ნინო ლომჯარია საქმიანი ვიზიტით  ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტი  „ევროკავშირის ვიზიტორების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებლობის მიცემას, გაეცნონ ევროპულ ინსტიტუტებს და შეხვდნენ მათთვის საინტერესო პირებს.
16 ნოემბერი, 2013
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ღრმად გვწამს - საზოგადოების გამთლიანებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მსგავსი ინიციატივები უმნიშვნელოვანესია და ვაცხადებთ, რომ: ვგმობთ პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან “იდენტობას” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას და მოვითხოვთ შესაბამისმა სტრუქტურებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ძალადობის გაჟღერებულ მუქარაზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი;
14 ნოემბერი, 2013
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოგმართავთ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ცვლილელებების ამოქმედების მოახლოებასთან დაკავშირებით. 

11 ნოემბერი, 2013
სამართლიანი არჩევნები უსახლკაროთა თავშესაფრის ინიციატივას უერთდება. თბილისში იხსნება თავშესაფარი ყველაზე გაჭირვებული, უსახლკარო და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ.
8 ნოემბერი, 2013
კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", 
რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აქტიურად 
მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე. რეფორმა სხვადასხვა 
ასპექტს მოიცავს და კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან ერთად 
მნიშვნელოვანია პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მხრივ 
კოალიცია დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 
სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით. 
წინა |  1  ...  31  32  33  34  [35]  36  37  38  39  ...  41  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted