EN
GE
განცხადებები
2 სექტემბერი, 2013
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
2 სექტემბერი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების გამო და მიიჩნევს, რომ მეჩეთის მინარეთის მოშლით და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული მოქალაქეთა უფლებები.
26 აგვისტო, 2013
ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება.
5 ივლისი, 2013
როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება ვიდეო არქივი, სადაც სხვა ჩანაწერებთან ერთად, გარკვეულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადებები ვიდეო არქივის განდგურების შესახებ, ეს მასალა კვლავ სამინისტროში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას
3 ივლისი, 2013
27 ივნისს მედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავისუფლება შეუზღუდა და სამინისტროს შენობაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ავტომანქანით მგზავრობისას მოულოდნელად გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა. 
11 ივნისი, 2013
საერთაშორისო   გამჭვირვალობა   საქართველო,   საქართველოს   ახალგაზრდა   იურისტთა
ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი ვეხმაურებით 2013 წლის 9 ივნისს გამართულ მოსამართლეთა მე-10 რიგგარეშე კონფერენციის პირველ სხდომას.
3 ივნისი, 2013
2013 წლის 29-31 მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ დიცის, დვანისა და პერევის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების  გავლების  ფაქტის  შესახებ.  განსაკუთრებით  აღმაშფოთებელია საქართველოს სამი მოქალაქის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტები, რომლებსაც უკანასკელი დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
17 მაისი, 2013
17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
27 აპრილი, 2013
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს რაოდენობრივ და თვისობრივ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
წინა |  1  ...  34  35  36  37  [38]  39  40  41  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted