EN
GE
განცხადებები
27 აპრილი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განაგრძობს შუალედური არჩევნების მონიტორინგს საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში. წინამდებარე განცხადებაში წარმოგიდგენთ ინფორმაციას 11 საათის შემდგომ დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე.
26 აპრილი, 2013
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" - 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის საარჩევნო პროცესების შეფასება. 
16 აპრილი, 2013
14  აპრილს  ცესკომ  საუბნო  კომისიის  მდივნების  დანიშვნასთან  დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მოსაზრებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ცესკო აღნიშნავს, რომ „მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას“. აღნიშნული საკითხის განსახლიველად ცესკო მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო დისკუსიაზე - „სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესებში.“
15 აპრილი, 2013
2013 წლის 26 თებერვლის #7/2013    დადგენილებით ცესკომ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. ინსტრუქციით განიმარტა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი  და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა).
29 იანვარი, 2013
ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ამ ფორმით შეცვლა საარჩევნო რეფორმის გარეშე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აღიქმება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა.
20 დეკემბერი, 2012
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადააა. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.
28 ნოემბერი, 2012
„სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების თაობაზე. სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კვლავ აქვს ადგილი ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე უკანონო ფორმებით.
7 ოქტომბერი, 2012
ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომ შეცვლის საკითხი მოექცა. კერძოდ, ცესკოს მდივნის, გიზო მჭედლიძის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11 განკარგულების მიხედვით, ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიცვალნენ საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ წარმომადგენლები.
5 ოქტომბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ. 

4 ოქტომბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
წინა |  1  ...  36  37  38  39  [40]  41  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted