EN
GE
განცხადებები
21 აპრილი, 2018
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს სთხოვს „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს და სასამართლო დავის დასრულებამდე კომპანია მის “კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს” გადაეცეს.
20 აპრილი, 2018
მოვუწოდებთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, დააჩქაროს პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმირებაზე მუშაობა, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად ამ ახალი ცვლილების შედეგად წარმოშობილ უსამართლო შედეგსაც აღმოფხვრის. ასევე აუცილებელია, სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და ინკლუზიური ადრეული ეტაპიდანვე, რათა მიღებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური კომპრომისის შედეგი იყოს.
16 აპრილი, 2018
ამ საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების სანდოობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომელიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული.
11 აპრილი, 2018
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტს მიმართავს და საკანონმდებლო წინადადებებს წარუდგენს, რომელიც დამატებით ორ მიმართულებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესის და მათი როლის ცვლილებას, მოიცავს. კოალიციამ ასევე შესთავაზა პარლამენტს წინადადებები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემასთან დაკავშირებითაც.
9 აპრილი, 2018
უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. 
6 აპრილი, 2018
ივმართავთ საქართველოს პარლამენტს და პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციული განხილვების გზით მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. 
31 მარტი, 2018
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სათანადოდ შეაფასოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ინიციატივის დამაზიანებელი ეფექტი სასამართლოს დამოუკიდებლობის, მის მიმართ ნდობის, სასამართლოს რეპუტაციის და დემოკრატიული მართვის პრინციპებისათვის. საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პატივისცემა სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვისადმი და არ დაუშვას მათი ხელყოფა.
30 მარტი, 2018
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დაიწყოს საბჭოს კონკრეტული მოსამართლე წევრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება
30 მარტი, 2018
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიმართავს პარლამენტს და წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის მიზნით.
27 მარტი, 2018
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის გამოხატავს მზადყოფნას არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარი დაუჭიროს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმის დანერგვაში. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს მომავალში ქალთა უფლებების დარღვევის პრევენციას და შევიწროების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.
წინა |  1  2  3  4  5  [6]  7  8  9  10  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted