EN
GE
განცხადებები
21 მარტი, 2018
დაუშვებლად მიგვაჩნია ე.წ. „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება. რელიგიური გრძნობები კი (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური და ინდივიდუალურია) არ და ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას.
20 მარტი, 2018
მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას იმ სახით, როგორც ის ამომრჩევლებმა წარადგინეს პარლამენტში, რადგან შემოთავაზებული ალტერნატიული სახით კვოტირების შემოტანა ფორმალურ სახეს მიიღებს და ვერ მიუშვებს, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ეფექტური და არსებითი მექანიზმი.
13 მარტი, 2018
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით.
8 მარტი, 2018
მოვუწოდებთ პარლამენტს დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას.
2 მარტი, 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაგვარონ ადგილობრივი საკითხები.
1 მარტი, 2018
მოცემულ რთულ ვითარებაში, კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია მოხდეს სასამართლოსთან მიმართებით ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების კრიტიკული გააზრება და არსებული პრობლემების აღიარება. ამ მიზნით, კოალიცია იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს”
28 თებერვალი, 2018
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიორიტებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად.
19 თებერვალი, 2018
საქმის განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის, ასევე გამოძიების პროცესში ამ დრომდე გამოკვეთილი არსებითი ხარვეზებისა გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე და მათ შორის, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა რელევანტური პირების დაბარება, ასევე მთავარი პროკურორის მოსმენა საქმეზე.
14 თებერვალი, 2018
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის არსებითი გადამუშავების პროცესში. ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთ განხილულ პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლების პოზიცია საბოლოო არ არის და საზოგადოებასთან დისკუსია იქნება რეალური შინაარსის მატარებელი.
9 თებერვალი, 2018
გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას.
წინა |  1  ...  3  4  5  6  [7]  8  9  10  11  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted