EN
GE
განცხადებები
29 იანვარი, 2018
მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ.
26 იანვარი, 2018
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომელთაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.
25 იანვარი, 2018
იმისთვის რომ, მოქალაქეებს ნდობა აუმაღლდეთ სასამართლო ხელისუფლების მიმართ, საკონსტიტუციო სასამრთლომ უნდა შეძლოს ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვა.
20 იანვარი, 2018
საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი.
16 იანვარი, 2018
მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს.
11 იანვარი, 2018
თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის კანონით შემოღების გარეშე, საკითხის მხოლოდ ტექნიკურად დაზუსტება ნათელს ხდის, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლო სისტემის საჭიროებებს ისე, რომ უგულებელყოფს არსებულ რეალობას, რაც აძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში.
27 დეკემბერი, 2017
ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები ნათლად ადასტურებს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის აუცილებლობას, რომლის მიზანიც უნდა იყოს პოლიციისთვის განახლებული ბუნების მინიჭება, რა დროსაც სამართალდამცავი იქნება მოქალაქის უფლებების დაცვაზე და მისი ნდობის მოპოვებაზე ორიენტირებული. ამავდროულად, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავ პირთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს.
15 დეკემბერი, 2017
უნდა ითქვას, რომ არცერთი ხსენებული საკითხი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის თავდაპირველ ტექსტში ასახული არ ყოფილა და მათი გაჟღერება მოხდა საყოველთაო სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კონსტიუტიცური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ცვლილებების შესახებ ასევე საუბარი არ არის ცვლილებების განმარტებითი ბარათის ტექსტში.
13 დეკემბერი, 2017
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ გაითვალისწინოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებული ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკის შემცვლელი ინიციატივა.
12 დეკემბერი, 2017
არჩევნების პროცესს თან ახლდა გარკვეული პროცედურული დარღვევები და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. მნიშვნელოვან დარღვევად უნდა შეფასდეს არჩევნების დასრულებისას კომისიის ორი წევრისთვის ერთი და იმავე სახის რამდენიმე ბიულეტენის აღმოჩენა, მაგრამ ამ დარღვევის დროულად აღკვეთისა და ხმის დამთვლელი კომისიისა და კრების თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ყუთების დალუქვის შედეგად, აღნიშნული ბიულეტენების არამართლზომიერად გამოყენება არ მომხდარა და კენჭისყრის ლეგიტიმურობას საფრთხე არ შექმნია. ორგანიზაციის დაკვირვებით, მიუხედავად ხარვეზიანი პროცესისა, გამოვლენილ დარღვევებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია, საერთო კრების მონაწილეთა მხრიდან საკუთარი ნების გამოხატვაზე.
წინა |  1  ...  4  5  6  7  [8]  9  10  11  12  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted