EN
GE
განცხადებები
14 ნოემბერი, 2017
საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ლგბტ ადამიანები არიან საზოგადოების თანასწორი წევრები და მათ თანასწორი უფლებები გააჩნიათ. მათი უფლებების აღიარება და დაცვა არა პროპაგანდა არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პოლიტიკოსების მიერ ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბრისას რუსული პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ტერმინის “ლგბტ პროპაგანდის” გამოყენება.
13 ნოემბერი, 2017
ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქშიც დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა.
10 ნოემბერი, 2017
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.
2 ნოემბერი, 2017
მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები, მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის პასუხისმგებლობის არიდებით.
2 ნოემბერი, 2017
2017 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის #19 საოლქო საარჩევნო კომისიის #16 და #17 განკარგულებები.
30 ოქტომბერი, 2017
მომხდარი შემთხვევა არის სამწუხარო დადასტურება იმ პრობლემების, რომლებზეც ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას, რომელმაც უნდა შექმნას რეალურად ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას.
24 ოქტომბერი, 2017
მოყვანილი გარემოებები ეჭვის ქვეშ აყენებს მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით გაიმარჯვა. საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა.
20 ოქტომბერი, 2017
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 22 აგვისტოს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო.
19 ოქტომბერი, 2017
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას, უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში.
14 ოქტომბერი, 2017
მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება.
წინა |  1  ...  5  6  7  8  [9]  10  11  12  13  ...  42  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted