EN
GE
პრესრელიზები
10 დეკემბერი, 2014
საპატიო ჯილდო ნინო ლომჯარიას და ვახუშტი მენაბდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა დღეს, 10 დეკემბერს გადასცეს.
4 დეკემბერი, 2014
დღეს, 4 დეკემბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგს საქართველოს ყველა თვითმმართველ თემსა და ქალაქში 73 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. 
29 ნოემბერი, 2014
30 ნოემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები EPDE-ს ფარგლებში არჩევნებს ორი წარმომადგენლით დააკვირდება.
26 ნოემბერი, 2014
იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის კუთხით მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს , რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. 
26 ნოემბერი, 2014
19 და 21 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“  ონში და ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქში და თემში ჩაატარა მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები. 

10 ნოემბერი, 2014
5, 6, 7 და 10 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“  კამპანია „თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში ბოლნისში, სენაკში, ქუთაისსა და რუსთავში ჩაატარა მრგვალი მაგიდები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები. 



4 ნოემბერი, 2014
31 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ქუთაისის რეგიონულმა ოფისმა  ადგილობრივი და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე  განიხილეს ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობები.
26 ოქტომბერი, 2014
დღეს, 26 ოქტომბერს,  უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლები  უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან.
17 ოქტომბერი, 2014
დღეს, 17 ოქტომბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის ადგილორივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

16 ოქტომბერი, 2014
"სამართლიანი არჩევნების“  ორგანიზებით 15 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია-შეხვედრა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის უფლებამოსილებებზე, ასევე აჭარის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დათხოვნის აჭარის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებმოსილებაზე.  
წინა |  1  ...  6  7  8  9  [10]  11  12  13  14  ...  16  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted