EN
GE
პრესრელიზები
30 ივლისი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქართველოს მასშტაბით 16 მრგვალი მაგიდა ჩაატარეს. 
30 ივლისი, 2013
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
25 ივლისი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქართული გაზეთების მონიტორინგი დაიწყო. 
22 ივლისი, 2013
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშს.  ანგარიში მოიცავს  2013 წლის 1  ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. 
22 აპრილი, 2013
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წარმოგიდგენთ არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიშს, რომელიც მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.
26 მარტი, 2013
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე გათავისუფლებულია 1790 თანამშრომელი.    69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა.
12 თებერვალი, 2013
„სამართლიანი     არჩევნებისა     და     დემოკრატიის     საერთაშორისო     საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მეორე ანგარიშს, რომელიც  მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.
2 ოქტომბერი, 2012
,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაც მალევე დადასტურდა ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ მიერ გავრცელებული კადრებით, შეინიშნებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმების მასიური გადაადგილება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგიერთ შემთხვევაში თავად საარჩევნო უბნებზე.
წინა |  1  ...  12  13  14  15  [16] 
All rights reserved & Design is copyrighted