EN
GE
პრესრელიზები
19 მარტი, 2015
20 მარტს, "სამართლიანი არჩევნების" ცენტრალურ ოფისს ჰარვარდის, ჯორჯ თაუნისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მაგისტრანტები ესტუმრნენ.
16 მარტი, 2015
"სამართლიანი არჩევნები" მიესალმება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურო-საატესტაციო კომისიას ხელახლა ჩაატაროს გასაუბრების ეტაპი.

16 მარტი, 2015
ვარშავაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ორგანიზებით გაიმართა რეგიონული მრგვალი მაგიდა „საარჩევნო დავების მოგვარება აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაში: მართმსაჯულების ხელმისაწვდომობა და გასაჩივრების ეფექტური საშუალებები". მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, ელენე ნიჟარაძემ. 
9 მარტი, 2015
,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან საუბარში კონკურსში მონაწილე 10-მდე პირმა განაცხადა, რომ მათი შერჩევა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დარღვევით მოხდა. კერძოდ, მათი განცხადებით, კონკურსანტებს კომისიის წევრებმა გასაუბრების პროცესში შეკითხვები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობიდან დაუსვეს და არა საკონკურსო დებულებით განსაზღვრული სხვა სფეროებიდან. 
4 მარტი, 2015
 5 მარტს, 15 საათზე, ,,სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის ოფისში გაიმართება შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებთან. 
12 თებერვალი, 2015
დღეის მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა ტესტირების პროცესს ყველა თვითმმართველ ერთეულში და გასაუბრების პროცესს 49 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. ანგარიშში წარმოდგენლია ატესტაციისა და კონკურსის პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები და დაფიქსირებული დარღვევები. 
31 იანვარი, 2015
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი თერჯოლის გამგეობაში მიმდინარე კონკურსის გასაუბრებებეზე მონიტორინგის განსახორციელებლად არ დაუშვეს. 
20 იანვარი, 2015
,,სამართლიანი არჩევნების“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციურ სარჩელს დამოუკიდებელი კანდიდატების უფლებაზე იყვნენ კანდიდატები მერებისა და გამგებლების არჩევნებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
14 იანვარი, 2015
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსანტების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების“ რეაგირებამ შედეგი გამოიღო. 
19 დეკემბერი, 2014
19 დეკემბერს, კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეებმა პარლამენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მოქალაქეების ინტერნეტ და სატელეფონო მონაცემებსა და კომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩა.
წინა |  1  ...  5  6  7  8  [9]  10  11  12  13  ...  16  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted