EN
GE
თვითმმართველობები
4 დეკემბერი, 2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ,,სამართლიან არჩევნებს” შეეზღუდა თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის უფლებამოსილება.

3 დეკემბერი, 2015
ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარვუდგინეთ.  
2 დეკემბერი, 2015
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კიდევ ერთი საქმე მოიგო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 21 კონკურსანტის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იცავდა.

20 ნოემბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კიდევ ერთი საქმე მოიგო. 2015 წლის 13 ნოემბერს ცაგერის რაიონულმა სასამართლომ თამილა გაბიძაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იცავდა.
31 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მეორე განცხადებას, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე 15:00-დან 20:00-მდე გამოვლენილ დარღვევებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევებს, რომლებიც ძირითადად მოკლე დროში და ადგილზევე აღმოიფხვრა.
31 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგს, 48 მოკლევადიანი, ორი ოლქის დამკვირვებლის და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს. 
13 ოქტომბერი, 2015
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა შეხვედრები, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები, ასევედაინტერესებული პირები.
16 სექტემბერი, 2015
ISFED-ის  მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია გასცეს. თვითმმართველობის მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციას არაერთი პრობლემა შეექმნა საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ამ მიზეზით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი წარადგინა.
11 სექტემბერი, 2015
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ,,სამართლიან არჩევნებს” შეეზღუდა თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის უფლებამოსილება.
23 ივლისი, 2015
‘’სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ’’ (ISFED) განახორციელა სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა (ოჯახთა) გამოკითხვა და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარების პროცესის ეფექტურობის შეფასება. ‘’სამართლიანი არჩევნების’’ ინტერვიუერები იმყოფებოდნენ მერიის მიერ შექმნილ ვებ-პორტალზე1 მითითებულ ლოკაციებზე, სადაც, მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები იმყოფებოდნენ. გამოკითხვა ჩატარდა 9 ივლისიდან 13 ივლისამდე პერიოდში.
წინა |  1  [2]  3  4  5  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted