EN
GE
ნიდერლანდების სამეფოს ელჩი 'სამართლიან არჩევნებს' ესტუმრა
დღეს, 20 აგვისტოს,  ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, ჰანს ჰორბახი, "სამართალიან არჩევნებს" ესტუმრა.

ნინო ლომჯარიამ, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელჩს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო. ჰორბახი დაინტერესდა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობით და ასევე მედია გარემოს მდგომარეობით.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მადლობას უხდის ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საქართველოში წარმატებული თანამშრომლობისა და უკანასკნელ წლებში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ორგანიზაცია ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში.



<< უკან
20.08.2013


Print
All rights reserved & Design is copyrighted