EN
GE
2014 ადგილობრივი თვითმმართველობა
10 ნოემბერი, 2014
5, 6, 7 და 10 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“  კამპანია „თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში ბოლნისში, სენაკში, ქუთაისსა და რუსთავში ჩაატარა მრგვალი მაგიდები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები. 



30 ოქტომბერი, 2014
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2014 წლის მონაცემებით საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 2650 ლარს შეადგენს, მოადგილეებისთვის 1700 ლარს, ხოლო საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის 1350 ლარს. გარდა აღნიშნული თანამდებობრივი სარგოებისა, როგორც აღვნიშნეთ, საკრებულოების რეგლამენტებით განისაზღვრება საკრებულოს წევრების საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიურად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
18 ოქტომბერი, 2014
"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში.

17 ოქტომბერი, 2014
დღეს, 17 ოქტომბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის ადგილორივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
17 ოქტომბერი, 2014
დღეს, 17 ოქტომბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის ადგილორივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

9 ოქტომბერი, 2014
‘’სამართლიანმა არჩევნებმა’’ საქართველოს 71 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს შემადგენლობა შეისწავლა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შემაშფოთებელი გენდერული დისბალანსი გამოიკვეთა.
12 სექტემბერი, 2014
გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის ,,ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. 
1 აგვისტო, 2014
საქართველოს ხელისუფლებამ ამ და სხვა საქმეებთან მიმართებაში უნდა იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით და სათანადო გამჭრვიალობისა და დასაბუთებულობის გზით გამორიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტი. ეს მნიშვნელოვანია არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის შემდგომ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. 

13 ივლისი, 2014
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ქართული არჩევნების ისტორიაში. მეორე ტურის ჩატარების საჭიროებამ დაადასტურა, რომ საქართველოში კონკურენტული საარჩევნო გარემო ვითარდება, რა დროსაც არც ერთ პარტიას, მათ შორის მმართველ ძალას, გარანტირებული არა აქვს არჩევნებში გამარჯვება პირველივე ტურში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების უფრო დემოკრატიული სტანდარტი შეიქმნა. 
[1]  2  3  4  5  ...  7  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted