EN
GE
2014 ადგილობრივი თვითმმართველობა
14 ივნისი, 2014
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები.
11 ივნისი, 2014
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება იყო პირველი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დააკვირდა.

ნახე ვიდეო და გაიგე, თუ რას ითვალისწინების ხმების პარალელური დათვლა და რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდოლოგიით არჩევნების დაკვირვებას.

10 ივნისი, 2014
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ’’  (ISFED) 10 ივნისს, არჩევნების დღის სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის, ხმების პარალელური დათვლის (PVT) სიმულაცია განახორციელა.  
10 ივნისი, 2014
2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ.  მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.
9 ივნისი, 2014
მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და უწყებათაშორისმა კომისიამ უმოკლეს ვადებში დაადგინონ და გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დააკისრონ პასუხისმგებლობა შესაბამის პირებს.
7 ივნისი, 2014
უარყოფითად ვაფასებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ კომისიის შენობაში შეჭრას და კომისიის თავმჯდომარეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მიუხედავად იმისა, მისაღები გადაწყვეტილება მიიღო თუ არა კომისიამ, დაუშვებელია პარტიების ლიდერებისა და მათი მომხრეების ასეთი აგრესიული ქმედებები.
6 ივნისი, 2014
6 ივნისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა სავარაუდო ზეწოლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე.
6 ივნისი, 2014
ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დაფიქსირდა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა თუ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 4 ფაქტი.
წინა |  1  2  3  [4]  5  6  7  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted