EN
GE
2014 ადგილობრივი თვითმმართველობა
8 მაისი, 2014
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საქართველოს მასშტაბით 9 მრგვალი მაგიდა ჩაატარა შემდედ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, ქუთაისი, ბათუმი და ოზურგეთი.
5 მაისი, 2014
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" კახეთის რეგიონული კოორდინატორი, ნანა დევიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანში, სახალხო დამცველს შეხვდა.


29 აპრილი, 2014
სადავო ნორმები მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აიძულებენ მოქალაქეებს ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რითაც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.
24 აპრილი, 2014
"ანგარიშში მოცემულია ორგანიზაციის მიერ 20 აპრილამდე დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4 ფაქტი, პოლიტიკურად აქტიური პირების ზეწოლის 1, ხოლო დაკითხვა-დაპატიმრების 6 ფაქტი.  აღნიშნულ ფაქტებს ცალსახად ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“,-ამბობს ნინო ლომჯარია
24 აპრილი, 2014
24 აპრილს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს, რომლებმაც სათანადო მომზადება და ტრენინგი მონიტორინგის დაწყებამდე გაიარეს. 
11 აპრილი, 2014
შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე.  

2 აპრილი, 2014
უახლოეს მომავალში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა მომენტიდანაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა - კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა. 
1 აპრილი, 2014
„მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეტანილი რიგი ცვლილებებისა ნამდვილად დადებითად უნდ შეფასდეს, საერთო ჯამში საარჩევნო კანონმდებლობის არსებითი ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და რისი მოლოდინიც გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად საზოგადოებას, მიგვაჩნია, რომ ამ დრომდე არ განხორციელებულა“,-ამბობს ნინო ლომჯარია,სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.
11 მარტი, 2014
მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, ჩვენი ორგანიზაციების დამკვირვებლებმა სხდომაზე გარკვეული საპროცესო დარღვევები დააფიქსირეს, კერძოდ, არ გაკეთებულა დეტალური მიმოხილვა ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შესული ცვლილებებისა, არც მერიის, არც საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან. 
7 მარტი, 2014
უკვე მესამე თვეა, რაც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობას, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მერიასა და მის მხარდამჭერ უმცირესობას შორის მწვავე დაპირისპირების საგანია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მერი, ხოლო პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა.
წინა |  1  2  3  4  5  [6]  7  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted