EN
GE
ბლოგები
15 დეკემბერი, 2016
ISFED BLOG
2016 წლის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის არჩევნები გათანაბრებული ოლქების მიხედვით ჩატარდა, შესაბამისად, საქართველოს მაჟორიტარული სისტემით არჩეულ წევრებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისთვის დღის წესრიგში დგება მაჟორიტარული დეპუტატების ბიუროების ადგილმდებარეობის განსაზღვრის და დაფინანსების არსებული მოდელის შეცვლის საჭიროება.
23 სექტემბერი, 2016
ISFED Blog
უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინტენსიურად განიხილება არსებული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები და ალტერნატიული მოდელები. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არსებული საარჩევნო სისტემა არაპროპორციული და უსამართლო შედეგის დადგომის შესაძლებლობას იძლევა. ამ აზრს, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებების უმეტესი ნაწილიც იზიარებდა.
8 ივნისი, 2016
ISFED's Blog
დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციისა და შესაბამისი აქტის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილია სპეციალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში.
24 მარტი, 2016
ნინო რიჟამაძე
2014 წლის ზაფხულში  იელის უნივერსიტეტის ამერიკის ისტორიის პროფესორმა ბევერლი გეიჯმა ამერიკის ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ ედგარ ჰუვერის ბიოგრაფიის კვლევისას აღმოაჩინა ეროვნულ არქივში დაცული, ოფიციალურ და საიდუმლო ფაილებში ჩაკეცილი, არარედაქტირებული წერილი, რომელის ადრესატი მარტინ ლუთერ კინგი იყო. ბევერლი გეიჯმა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გამაოგნებელი  სტატია New York Times - ში გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს FBI-ს მიერ მარტინ ლუთერ კინგზე მოპოვებული პირადი ცხოვრების ნიუანსებით განხორციელებულ შანტაჟს და მის შედეგებს.
21 მარტი, 2016
ISFED's Blog
არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში.
15 მარტი, 2016
ISFED's Blog
თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებამ მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა კითხვები თუ რამდენად შესაძლებელია მილიონი ხის დარგვა, სად უნდა დაირგოს ნერგები ან ვინ მოუვლის მათ, რა უფრო პრიორიტეტულია - ხარისხი თუ რაოდენობა?!
21 დეკემბერი, 2015
ISFED's Blog
საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის თანახმად,   პედაგოგების შრომის ანაზღაურების და პენსიების ზრდა 2016 წლის ოქტომბრის საარლამენტო არჩევნების მოახლოებას დაემთხვევა.  
29 ივნისი, 2015
ISFED's blog
დღეს არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის შემოთავაზებას, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, კოალიციაში შემავალი პარტიები 2010-2012 წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს. კერძოდ, „ეროვნული ფორუმი“, „კონსერვატორები“ და „რესპუბლიკელები“ იმ ე.წ. „ოპოზიციური რვიანის“ წევრები იყვნენ, რომლის ფარგლებშიც რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია  სწორედ იმ მოდელს სთავაზობდა ხელისუფლებაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რის მიღებაზეც დღეს უარს აცხადებენ. 
27 ოქტომბერი, 2014
ISFED-ის ბლოგი
საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა  არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი, თუმცა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებიათ.
27 აგვისტო, 2013
ISFED-ის ბლოგი
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში განხორციელებული რამდენიმე რეიდის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იზიარებს საზოგადოების შეშფოთებას და აუცილებლად მიიჩნევს მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების შესახებ. 


Print
All rights reserved & Design is copyrighted