EN
GE
საია და ISFED ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. 
 
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2013 წლის 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. 
 
"სამართლიანი არჩევნები" და საია იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

<< უკან
18.04.2013


Print
All rights reserved & Design is copyrighted