EN
GE
რეკომენდაციები
10 თებერვალი, 2016
2016 წლის 10 თებერვალს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ერთობლივი კონფერენცია გამართეს, სადაც დაინტერესულ საზოგადოებას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შესთავაზეს.
3 დეკემბერი, 2015
ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარვუდგინეთ.  
5 მაისი, 2015
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით პირველად შენიშვნებს და მოსაზრებებს აქვყენებს.
20 მარტი, 2015
ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ქართული საზოგადოების, საექსპერტო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვთანხმდებით და ვაცხადებთ:
14 იანვარი, 2015
მიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
20 იანვარი, 2014
თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისეთი საარჩევნო სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში.
28 მაისი, 2013
წინამდებარე დოკუმენტით წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მოსაზრებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროექტში ასახულია ამავე თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია.
13 მაისი, 2013
ამომრჩევლის მოსყიდვის საკანონმდებლო რეგულირება ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია, ამასთან, დეფინიციები და შესაბამისი სანქციები მოცემულია სამ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, რაც არსებული რეგულაციების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებას განაპირობებს.
All rights reserved & Design is copyrighted