EN
GE
კოალიცია სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე პირველ შენიშვნებს აქვეყნებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით პირველად შენიშვნებს და მოსაზრებებს აქვყენებს.

კანონპროექტი შეეხება მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა განხორციელებასაც კოალიცია აქტიურად უჭერდა მხარს გასული პერიოდის განმავლობაში. გვსურს აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტით გაუმჯობესებულია რიგი საკითხებისა, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის პროცედურა, მოსამართლეთა მივლინების წესი, მოსამართლედ განმწესებამდე კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცედურა, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები, კონკურსის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და სხვა საკითხები.თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ნაწილი კოალიციის მოსაზრებით საჭიროებს დამატებით დამუშავებას,



<< უკან
05.05.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted