EN
GE
თვითმმართველობები
18 აგვისტო, 2017
24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.
18 აგვისტო, 2017
18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა.
17 ივნისი, 2016
2016 წლის 22 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვებამ საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საჩივრების განხილვის პროცესში რიგი ხარვეზები გამოავლინა. 
16 ივნისი, 2016
16 ივნისს, ორგანიზაციებმა „სიდა“ და „სამართლიანი არჩევნები“ კონფერენცია „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი - სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები“ გამართეს. შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა დაესწრნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების,ასევე  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
22 მაისი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების კენჭისყრის მონიტორინგს 29 მოკლევადიანი, 7 ოლქის დამკვირვებლისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებდა.
22 მაისი, 2016
საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

28 იანვარი, 2016
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლები 2016 წლის 28 იანვარს, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ.
24 იანვარი, 2016
კატეგორიულად არ ვიზიარებთ თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის შეფასებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს სურთ სამხედრო მოსამსახურეებს "ხმის უფლება ჩამოართვან"
22 დეკემბერი, 2015
ანგარიში მოიცავს საჯარო მოხელეთა კონკურსის პროცესის სამართლებრივ შეფასებას და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია ორგანიზაციის მოსაზრებები 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის თაობაზე. 
22 დეკემბერი, 2015
 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დააკვირდნენ  10000-ზე მეტი კონკურსანტის ტესტირებას და 8000-მდე კონკურსანტის გასაუბრებას; მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ შეისწავლა და შეაფასა კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სამი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სპეციელუარი რეკომენდაციები მოამზადა.
[1]  2  3  4  5  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted