EN
GE
1995 - 2008 წლები
5 იანვარი, 2008
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელ ანგარიშს. 
5 ოქტომბერი, 2006
2006 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნები. არჩევნები განხორციელდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 76
საარჩევნო ოლქში, კონფლიქტურის ზონების - ქვემო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
გარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს არჩევნები ჩატარდა როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული
სისტემის საფუძველზე და აირჩა 4 თემის, 60 მუნიციპალიტეტის (ყოფილი რაიონის)
და 4 თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისისა და
დედაქალაქის - თბილისის საკრებულოები.
2 ოქტომბერი, 2005
2005 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს ხუთ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში:
#5 ისნის, #57 ტყიბულის, #79 ბათუმის, #81 ქობულეთისა და #82 შუახევის
საარჩევნო ოლქებში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემის
საფუძველზე; შედეგად, ზემოხსენებულ საარჩევნო ოლქებში აირჩა პარლამენტის
ხუთი მაჟორიტარი წევრი, ერთი საარჩევნო ოლქიდან ერთი მანდატის
პრინციპით.
28 მარტი, 2004
2004 წლის 28 მარტს ჩატარდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.
ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უდიდესი
მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი
სახელმწიფოს, საერთაშორისო პრესტიჟისა და მომავლისათვის. საზოგადოების განსაკუთრებულ
ყურადღებას იწვევდა ის ფაქტი, რომ საქმე ეხებოდა ერთხელ უკვე ჩაშლილი და ბათილად
ცნობილი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას
სძენდა 28 მარტის არჩევნებს.
All rights reserved & Design is copyrighted