EN
GE
2012 საპარლამენტო
26 აპრილი, 2013
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" - 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის საარჩევნო პროცესების შეფასება. 
15 აპრილი, 2013
2013 წლის 26 თებერვლის #7/2013    დადგენილებით ცესკომ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. ინსტრუქციით განიმარტა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი  და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა).
22 მარტი, 2013
ანგარიში წარმოადგენს "სამართლიანიარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "სამართლიანი არჩევნები", როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის პროცესში.
26 თებერვალი, 2013
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პრესის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია 10 ბეჭდურ გამოცემას (6 გაზეთი,4 ჟურნალი) 11 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში აკვირდებოდა. 
21 დეკემბერი, 2012
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად ყოფილი ოპოზიციური ძალა საპარლამენტო უმრავლესობაში მოვიდა. პრემიერ მინისტრი და მთავრობა ახალი მმართველი ძალის მიერ დაკომპლექტდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე განხორციელებული ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობას არ უნდა შეხებოდა, არჩევნების დასრულებისთანავე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმძღვანელ პირთა (გამგებლების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების) ცვლილებების პროცესი დაიწყო
20 ნოემბერი, 2012
პროექტის  მიზნები:
  •   ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მედიის, მოქალაქეების უნარ-ჩვევების გაზრდა
  • ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერება
  • ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და მედიის ორგანიზაციული, პროფესიონალური და სტრუქტურული გაუმჯობესების ხელშეწყობა  მათი პრობლემების მოგვარებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების გზით 
5 ოქტომბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ. 

4 ოქტომბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
2 ოქტომბერი, 2012
,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაც მალევე დადასტურდა ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ მიერ გავრცელებული კადრებით, შეინიშნებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმების მასიური გადაადგილება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგიერთ შემთხვევაში თავად საარჩევნო უბნებზე.
2 ოქტომბერი, 2012
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპარლამენტო არჩევნების დღის და შედეგების შეჯამების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორის იყო, ასევე, 73 მობილური ჯგუფი.
[1]  2  3  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted