EN
GE
სიახლეები
21 მაისი, 2018
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით.
ვრცლად
14 მაისი, 2018
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა საარჩევნო პროცედურების მსგავსი ცვლილების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ცესკოს დადგენილებით და საარჩევნო კოდექსის გვერდის ავლით კენჭისყრის პროცედურების შეცვლის კანონიერებას. ცესკოს დადგენილებით საარჩევნო კოდექსით გაწერილი პროცედურების ცვლილება ნეგატიური პრეცედენტია, რამაც მომავალში შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის უგულვებელყოფის საფრთხე შექმნას.
ვრცლად
12 მაისი, 2018
გამოვთქვამთ მზადყოფნას უფლების დარღვევის მსხვერპლებს აღმოვუჩინოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება. ამასთან მოვუწოდებთ მოქალაქეებს უფლების დარღვევის შემთხვევების შესახებ გაგვიზიაროთ ინფორმაცია, რაც სიტუაციის სრულყოფილი შეფასებისა და რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს.
ვრცლად
7 მაისი, 2018
კოალიციას არაერთხელ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება სასამართლოს თავმჯდომარეთა როლთან დაკავშირებით, რომლებიც თანამდებობაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე წესით ინიშნებიან, წარმოადგენენ მოსამართლეთა პრივილეგირებულ ჯგუფს და სხვა მოსამართლეთა უფროსებად და მაკონტროლებლებად მიიჩნევიან. ამ ფონზე, კოალიცია უარყოფითად აფასებს თავმჯდომარის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდას და მიიჩნევს, რომ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის შემთხვევაში, კანონმდებლობით შემადგენლობის განსაზღვრის უფლებამოსილება თავმჯდომარეების ნაცვლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიენიჭოს.
ვრცლად
1 მაისი, 2018
ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.
ვრცლად
არქივი
All rights reserved & Design is copyrighted