EN
GE
არქივი
24 ნოემბერი, 2017
წევრი ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კუთვნილებით ან აფილირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელის დანიშვნა სრულად ეწინააღმდეგება მექანიზმის არსს. აუცილებელია კანდიდატი შეირჩეს გამჭვირვალე პროცესით, კანონში ნათლად გაწერილი კრიტერიუმებითა და საზოგადოების მაღალი ჩართულობით.
20 ნოემბერი, 2017
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს იმ კანდიდატების ვინაობა და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებიც მონაწილეობენ გამოცხადებულ კონკურსში. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულდა, საბჭოს მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს კონკურსანტებთან გასაუბრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
17 ნოემბერი, 2017
ამ პროცესში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, საიდანაც ისე ჩანს, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.
16 ნოემბერი, 2017
იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ყველა ზემოთ დასახელებულ გარემოებას, მხარს არ დაუჭერს დასახელებულ ინიციატივას და ამავდროულად შექმნის სადისკუსიო სივრცეს პარტიების დაფინანსების არსებული წესის გასაუმჯობესებლად.
14 ნოემბერი, 2017
საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ლგბტ ადამიანები არიან საზოგადოების თანასწორი წევრები და მათ თანასწორი უფლებები გააჩნიათ. მათი უფლებების აღიარება და დაცვა არა პროპაგანდა არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პოლიტიკოსების მიერ ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბრისას რუსული პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ტერმინის “ლგბტ პროპაგანდის” გამოყენება.
13 ნოემბერი, 2017
ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქშიც დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა.
[1]  2  3  4  5  ...  59  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted