EN
GE
არქივი
15 ოქტომბერი, 2013
 „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრად გააქტიურდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის მიერ 253 საჯარო შეხვედრა გაიმართა, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება წინა ერთი თვის მონაცემებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.
15 ოქტომბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეხუთე ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.
12 ოქტომბერი, 2013
გვინდა გამოვეხმაუროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 
 
10 ოქტომბერი, 2013
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პრესის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს.
8 ოქტომბერი, 2013
დღეს, 8 ოქტომბერს, "პირველი რადიოს" პრესკლუბში "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს იმ პეტიციაზე ესაუბრა, რომელიც აპროტესტებს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას.

2 ოქტომბერი, 2013
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, საკუთარ რეზიდენციაში ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დამსწრე ჟურნალისტებს უხეში შენიშვნები მისცა და, ზოგადად, ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე გააკრიტიკა.

2 ოქტომბერი, 2013
დღეს, 2 ოქტომბერს, 14 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, ორგანიზაციებმა: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და ჯამპსტარტ ჯორჯიამ საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია გამართეს.
1 ოქტომბერი, 2013
2012 წლის 24 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება #42/2012, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებას არეგულირებს. 

19 სექტემბერი, 2013
დღეს, კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, საზოგადოებას არ აქვს სრული სურათი ადამიანის უფლებათა იმ სისტემური დარღვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები არ არის გამჭვირვალე.
18 სექტემბერი, 2013
“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეოთხე ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 20 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.
წინა |  1  ...  59  60  61  62  [63]  64  65  66  67  ...  71  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted