EN
GE
არქივი
20 სექტემბერი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 20 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

19 სექტემბერი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას.
19 სექტემბერი, 2012
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული ვიდეო კადრების გამო, სადაც ასახულია გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.


14 სექტემბერი, 2012
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საიაი კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება
22 აგვისტო, 2012
ანგარიში მოიცავს 2012 წლის 11 მაისიდან 13 აგვისტომდე პერიოდს. შერჩეულ 10 ქართულ ბეჭდურ გამოცემაზე დაკვირვებისთვის გამოყენებული იყო საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს მასალის რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს.
20 აგვისტო, 2012
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მეოთხე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 3 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
3 აგვისტო, 2012
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ 2012 წლის 05 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ
13 ივლისი, 2012
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. 
15 ივნისი, 2012
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარისა და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
21 მაისი, 2012
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 1 აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 9, დარბევის 1, ბიზნესმენებზე/კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მიზნით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მმოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. წინამდებარე ანგარიშში საუბარია, ასევე, საყურადღებო ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა საანგარიშო პერიოდში და და შესაძლოა უკავშირდებოდეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს. "სამართლიანი არჩევნები" მიესალმება 2012 წლის 18 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის შექმნას და იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი უწყებების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.
წინა |  1  ...  60  61  62  63  [64]  65  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted