geo  |  eng თავფურცელიელ-ფოსტასაიტის რუკა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სიახლეები

4 მაისი, 2008წ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნოდ საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის

5-დან 13 მაისამდე სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეგიდით, სპეციალური ავტოტურები შედგება. მოხალისეები საქართველოს 27 რეგიონულ ცენტრში ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად გააცნობენ საარჩევნო პროცედურებს. შედგება როლური თამაშები, რომელშიც თავად ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული.



კამპანიის "აირჩიე მომავალი, წადი არჩევნებზე" ფარგლებში გაიმართება თეატრალიზებული არჩევნების დღე, სადაც ადგილობრი მოსახლეობას შეეძლებათ პრაქტიკაშივე გაიარონ ყველა ის პროცედურა, რომელიც 21 მაისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისთვისაა საჭირო.



სპეციალურად ამ კამპანიისთვის გაფორმებულ ავტობუსებს გაყვება ჯგუფი "ფრანი", რომელიც მოსახლეობასთან ერთად, ასევე მიიღებს მონაწილეობას როლურ თამაშებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

იხილეთ შეხვედრების განრიგი



ძიება საიტზე

მიუთითეთ საძიებო სიტყვა

ელექტრონული დაგზავნა

განცხადებების ელ-ფოსტაზე მისაღებად, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი ელექტრონული ბიულეტინი



Facebook     Twitter     Skype





დოკუმენტური ფილმი

დოკუმენტური ფილმი


სადამკვირვებლო მისია

არჩევნები







სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
თავფურცელი   |   ჩვენს შესახებ   |   დაგვიკავშირდით   |   საიტის რუკა © 1995-2012 "სამართლიანი არჩევნები"