geo  |  eng თავფურცელიელ-ფოსტასაიტის რუკა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
გამოცემები

ივნისი, 2009.
ბროშურა წარმოადგენს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ განხორციელებული პროექტის „ამომრჩეველთა სიის აუდიტის“ საბოლოო ანგარიშს. ბროშურაში დეტალურად არის აღწერილი ამომრჩეველთა სიის აუდიტის მეთოდოლოგია, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები და ამომრჩეველთა სიის ხარისხი საქართველოში. ბროშურა გამოიცა ევროპის საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველო: 2008 წლის არჩევნები, ამომრჩეველთა სიების დახვეწა“ - ფარგლებში.




მაისი, 2009.
ბროშურა წარმოადგენს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2008 წლის განმავლობაში განხორციელები საქმიანობების ანგარიშს. ანგარიშში წარმოდგენილია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარშე საპრეზიდენტო, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო და 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების (ასევე განმეორებითი) მონიტორინგის ანგარიშები. წლიური ანგარიში ასევე მოიცავს სხვა დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი პროექტების ანგარიშებს.




აპრილი, 2008.
ბროშურა წარმოადგენს 2006-2007 წლებში "სამართლიანი არჩევნების" მიერ განხორციელებული საქმიანობების ანგარიშს. ბროშურაში წარმოდგენილია ორგანიზაციის სტრატეგიის მთავარი მიმართულებები და მიზნები, არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამები.




მარტი, 2008წ.
ბროშურა "მე ხმას ვაძლევ პირველად" განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პირველად ეძლევათ უფლება იყვნენ ამომრჩევლები და მონაწილეობა მიიღონ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ბროშურა გამოიცა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "მე ხმას ვაძლევ პირველად" ფარგლებში.




მარტი, 2008წ.
ბროშურა წარმოადგენს 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს. ბროშურა გამოიცა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის, ევროკავშირისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.




ნოემბერი, 2007წ.
ბროშურა "მე ხმას ვაძლევ პირველად" განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პირველად ეძლევათ უფლება იყვნენ ამომრჩევლები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში 2008 წელს დაგეგმილ არჩევნებში. ბროშურა გამოიცა "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის "მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობა" ფარგლებში.




სექტემბერი, 2007წ.
ბროშურა მოიცავს ინფორმაციას 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. ბროშურა გამოიცა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.



პრესცენტრი
» გამოცემები
» პრესრელიზები
» განცხადებები
» მულტიმედია

ძიება საიტზე

მიუთითეთ საძიებო სიტყვა

ელექტრონული დაგზავნა

განცხადებების ელ-ფოსტაზე მისაღებად, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი ელექტრონული ბიულეტინი




არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით "სამართლიანი არჩევნების" ცხელ ხაზზე:

(8 95) 65 66 71



დოკუმენტური ფილმი

დოკუმენტური ფილმი


სადამკვირვებლო მისია

არჩევნები






სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
თავფურცელი   |   ჩვენს შესახებ   |   დაგვიკავშირდით   |   საიტის რუკა © 1995-2010 "სამართლიანი არჩევნები"