| geo | eng | ||||
![]() |
||||
|
|
||
|
პროექტის სახელწოდება: აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლი თანამონაწილეობრივი დემოკრატიის გაძლიერებისათვის. პროექტის ხანგრძლივობა:2011 წლის 3 მაისი - 2011 წლის 03 ივლისი დონორი ორგანიზაცია:"ღია საზოგადოება - საქართველო" პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება თანამონაწილეობრივი დემოკრატიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზციებსა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. პროექტის სახელწოდება: დიალოგისა და უნარჩვევების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2009 – 1 დეკემბერი, 2010 ( 14 თვე) დონორი ორგანიზაცია: გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტის მიზნები:
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში "სამართლიანი არჩევნები" გეგმავს:
პროექტის სახელწოდება: სახალხო მანიფესტი პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2009 - 1 მარტი, 2011 (18 თვე) დონორი ორგანიზაცია: ევროკომისია (EC) პროექტის მიზნები:
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
პროექტის სახელწოდება: საარჩევნო ინფორმაციული ვებგვერდის შექმნა პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2009 - ივნისი 2010. დონორი ორგანიზაცია: ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" პროექტის მიზნები:
პროექტის აღწერა: პროექტის მიზნისა და ამოცანების მიღწევის მიზნით "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" გეგმავს შემდგომი საქმიანობების განხორციელებას:
- 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამები; - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო ოლქები და უბნები; - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო ოლქების და უბნების საარჩევნო ადმინისტრაცია (შემადგენლობა); - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების სადამკვირებლო მონიტორინგის შედეგები (წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და პოსტ-საარჩევნო პერიოდი, საჩივრების შესახებ სრული ინფორმირება ოლქებისა და უბნების შესახებ); - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგები (არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარები). - პრეს-კონფერენციების ორგანიზება ცენტრალური და რეგიონალური მასმედიის საშუალებიბისთვის; - ინფორმაციის გავრცელება მეილინგ-ლისტის მეშვეობით; - ინფორმაციის გავრცელება „ სამართლიანი არჩევნების“ ვებ-გვერდის მეშვეობით. აღსანისნავია, რომ პროექტი გათვლილია გრძელვადიანი გამოყენებისათვის, შესაბამისად პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდება ვებ-პორტალის განახლებაზე მუშაობა. პროექტის სახელწოდება: ორგანიზაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2009 – 31 იანვარი, 2010 დონორი ორგანიზაცია: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) პროექტის მიზნები:
I ფაზა(1 აპრილი, 2009 – 31 ივლისი, 2009) პროექტის აღწერა: პროექტის I ფაზის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
II ფაზა(1 აგვისტო, 2009 – 31 იანვარი, 2010) პროექტის აღწერა: პროექტის II ფაზის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო საჯარო შეხვედრების ჩატარება, პროექტის - "საქართველო: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები", ფარგლებში. პროექტის სახელწოდება: 2010 წლის არჩევნების მონიტორინგი დონორი ორგანიზაცია: შავი ზღვის ფონდი პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი 2010 – 31 ივლისი 2010 პროექტის ბიუჯეტი: 24 895.38 აშშ დოლარი პროექტის მიზნები:
განხორციელებული საქმიანობები:
პროექტის სახელწოდება: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი დონორი ორგანიზაცია: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) პარტნიორი ორგანიზაცია: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პროექტის ხანგრძლივობა: მარტი - მაისი, 2010 პროექტის ბიუჯეტი: 15 000 აშშ დოლარი პროექტის მიზნები:
განხორციელებული საქმიანობები:
პროექტის სახელწოდება: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით დონორი ორგანიზაცია:ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი 2008 - მიმდინარე პროექტის ბიუჯეტი: 1 283 852 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: პროექტი განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი შედგებოდა სამი ფაზისაგან: ამომრჩეველთა ინფორმირება საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის და საადვოკაციო კამპანია. 2008 წლის განმავლობაში განხორციელდა პირველი ორი ფაზა. რაც შეეხება საადვოკაციო კამპანიას, პროექტის ეს ფაზა ნაწილობრივ განხორციელდა 2008 წელს, ხოლო რიგი აქტივობები დაიგეგმა 2009 წლისთვის.
პროექტის სახელწოდება: მოქალაქეთა ჩართვა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დონორი ორგანიზაცია: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2009 – 31 სექტემბერი, 2009 პროექტის ბიუჯეტი: 15 992 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ განახორციელა შემდეგი სახის საქმიანობები: ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი სადაც პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა შეიმუშავა პროექტის დეტალური გეგმა. ტრენინგების შემდეგ განმახორციელებელმა ჯგუფმა შეიმუშავა კოორდინატორთა ტრენინგისათვის საჭირო მასალები (სახელმძღვანელო, ანგარიშგებისა და შეფასების ფორმები, სხვა). ჩატარდა 2 ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (თბილისი, ქუთაისი) ორგანიზაციის 30 რაიონული კოორდინატორისათვის, სადაც მოხდა მათი სწავლება პროექტის ფარგლებში მათ მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე. რაინულმა კოორდინატორებმა ოფიციალურად გამოითხოვეს თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი ბიუჯეტები, რომლებიც მიეწოდა ცენტრალურ ოფისს, სადაც მოხდა ბიუჯეტის (სათითაოდ) დამუშავება და ანალიზი. დამუშავებული ბიუჯეტი უკან გადაეცათ რაიონულ კოორდინატორებს, რომლებმაც მოაწყვეს საჯარო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და გააცნეს არსებული ბიუჯეტები. საჯარო შეხვედრებზე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მათთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრა. ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების განხორციელების შემდეგ, ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა გააკეთა შედარებითი ანალიზი არსებულ ბიუჯეტებსა და მოსახლეობის პრიორიტეტებს შორის, თუ რამდენად ემთხვევოდა ერთმანეთს, შემდეგ კი დამუშავებული ინფორმაცია მიეწოდა რაიონულ კოორდინატორებს. პროექტის საბოლოო ეტაპზე „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულმა კოორდინატორებმა ინფორმაცია ბიუჯეტის ანალიზის შესახებ წარუდგინეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოხდეს მოსახლეობის პრიორიტეტების განსაზღვრა. პროექტის სახელწოდება: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტის ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი, 2008 - 30 სექტემბერი, 2009 პროექტის ბიუჯეტი: 1 148 920 ევრო განხორციელებული საქმიანობები: პროექტი ერთობლივად განხორციელდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ. აღნიშნული პროექტი არის ერთიანი დიდი პროექტის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაიებმა განახორციელეს შემდგომი საქმიანობები:
პროექტის სახელწოდება: 2008 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დონორი ორგანიზაცია: ბრიტანეთის საელჩო პროექტის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 15 დეკემბერი, 2008 პროექტის ბიუჯეტი: 17 100 ბრიტანული ფუნტ-სტერლინგი განხორციელებული საქმიანობები: პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისგან და იგი განხორციელდა აჭარის 6 და თბილისის 2 (# 2 ვაკე და # 8 დიდუბე) საარჩევნო ოლქში. პროექტის პირველი ეტაპი წარმოადგენდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, რომელიც განხორციელებულ იქნა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ. წინასაარჩევნო მონიტორინგის მეშვეობით ორგანიზაციამ საზოგადოებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული კამპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობების შესახებ. პროექტის მეორე ეტაპი - არჩევნების დღის მონიტორინგი, განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ 340 დამკვირვებლის, 6 მობილური ჯგუფის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლისა და 2 იურისტთა ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონის 6 საარჩევნო ოლქში; 60 დამკვირვებლის, 2 მობილური ჯგუფის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 1 იურისტთა ჯგუფის მიერ - თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ორგანიზაციამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების დღის პროცესების მიმდინარეობისა და დარღვევების შესახებ.მესამე ეტაპი - არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი, განხორციელებულ იქნა 12 დამკვირვებლის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლის მიერ აჭარის 6 საარჩევნო ოლქში; 4 დამკვირვებლის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მიერ თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. მესამე ეტაპის მეშვეობით ორგანიზაციამ განახორციელა საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესების, კერძოდ, ოლქში შეტანილი საჩივრების განხილვისა და შედეგების მონიტორინგი. პროექტის სახელწოდება: 2008 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი (აღნიშნული პროექტი არის ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის თანადაფინანსება). დონორი ორგანიზაცია: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) პროექტის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 15 დეკემბერი, 2008 პროექტის ბიუჯეტი: 44 ,893 ევრო განხორციელებული საქმიანობები: მსგავსად წინა პროექტისა, აღნიშნული პროექტი წარმოადგენდა 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგს. პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისგან და განხორციელდა აჭარის 6 და თბილისის 2 (# 2 ვაკე და # 8 დიდუბე) საარჩევნო ოლქში. პროექტის პირველი ეტაპი წარმოადგენდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, რომელიც განხორციელებულ იქნა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ. პროექტის მეორე ეტაპი - არჩევნების დღის მონიტორინგი, განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ 340 დამკვირვებლის, 6 მობილური ჯგუფის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლისა და 2 იურისტთა ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონის 6 ოლქში; ხოლო # 2 ვაკისა და # 8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში - 60 დამკვირვებლის, 2 მობილური ჯგუფის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 1 იურისტთა ჯგუფის მიერ. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.მესამე ეტაპი - არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი განხორციელდა ორგანიზაციის 12 დამკვირვებლის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლის მიერ, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში; და 4 დამკვირვებლის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მიერ თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. ამ ეტაპის მეშვეობით ორგანიზაციამ განახორციელა საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესების, კერძოდ, ოლქში შეტანილი საჩივრების განხილვისა და შედეგების მონიტორინგი. პროექტის სახელწოდება: საქართველო: 2008 წლის არჩევნები, ამომრჩეველთა სიების დახვეწა დონორი ორგანიზაცია: ევროპის საბჭო (CoE) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი - 30 ივნისი, 2008 პროექტის ბიუჯეტი: 148 510 ევრო განხორციელებული საქმიანობები: პროექტი შედგებოდა სამი ფაზისაგან და განხორციელდა საქართველოს 75 საარჩევნო ოლქში, გარდა კონფლიქტური ზონებისა. პროექტის პირველი ფაზა წარმოადგენდა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას, რომლის ფარგლებში ორგანიზაციამ საზოგადოებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული კარ-და-კარ სიების გადამოწმების კამპანიის შესახებ. ასევე, თუ როდის და როგორ შეეძლოთ მათ გადაემოწმებინათ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში; პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში „სამართლიანმა არჩევნებმა” განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული კარ-და-კარ ამომრჩეველთა სიების დახვეწის სრული პროცესის მონიტორინგი; პროექტის მესამე ფაზა წარმოადგენდა ამომრჩეველთა სიების სრულყოფილ აუდიტს, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა რეპრეზენტატული რაოდენობის შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამ ფაზის შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა ამომრჩეველთა სიების საერთო ხარისხი საქართველოში. პროექტის სახელწოდება: ამომრჩევლთა ნდობის განმტკიცება საარჩევნო პროცესთან მიმართებაში დონორი ორგანიზაცია: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) პროექტის ხანგრძლივობა: მაისი - ივნისი, 2008 პროექტის ბიუჯეტი: 56 999.24 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: პროექტი ერთობლივად განახორციელა ორმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ (GYLA) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED). არჩევნების შემდგომ პერიოდში, "სამართლიანი არჩევნების" 80 აკრედიტირებული ოლქის დამკვირვებელი (2 დამკვირვებელი თითო ოლქში) დააკვირდა საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას საქართველოს 40 საარჩევნო ოლქში. ამავე დროს, ორგანიზაციის აკრედიტირებული დამკვირვებლები დააკვირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროექტის სახელწოდება: 2008 წლის არჩევნები, ინფორმირებული ამომრჩევლები დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU) პროექტის ხანგრძლივობა: მარტი - მაისი, 2008 წელი პროექტის ბიუჯეტი: 111 000 ევრო განხორციელებული საქმიანობები: "სამართლიანმა არჩევნებმა" განახორციელა ხმების პარალელური დათვლა და 2008 წლის, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების, არჩევნების დღის მონიტორინგი. 75 საჯარო სტენდის ორგანიზება საქართველოს 75 საარჩევნო ოლქში ერთდროულად; ორი ვიდეო რგოლის დამზადება და გაშვება საქართველოს 2 ტელევიზიაში. სამი რადიო გადაცემის ორგანიზება. პროექტის სახელწოდება: "მე ხმას ვაძლევ პირველად" დონორი ორგანიზაცია: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პროექტის ხანგრძლივობა: 2008 წლის, 8 თებერვალი - 2008 წლის, 8 მაისი პროექტის ბიუჯეტი: 19 047 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: ტრენინგები ორგანიზაციის ტრენერთათვის; ჩატარდა 100 ერთსაათიან ტრენინგები მათთვის, ვისაც პირველად მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში; ტრენინგები ჩაუტარდათ ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებიც 2007 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ჩაირიცხნენ საქართველოს ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში. პროექტის სახელწოდება: საქართველო 2007: საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგი დონორი ორგანიზაცია: ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2007 - 8 იანვარი, 2008 პროექტის ბიუჯეტი: 34 673,70 ევრო განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია აკვირდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ყოველდღიურ საქმიანობებს. გამოსცა ორი ელექტრონული ბიულეტენი - "საარჩევნო სიახლენი". პროექტის სახელწოდება: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები: ადგილობრივ და მიუკერძოებელ დამკვირვებელთა უნარჩვევების გაძლიერება დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი, 2007 - 31 იანვარი 2008 პროექტის ბიუჯეტი: 62 500,00 ევრო განხორციელებული საქმიანობები: "სამართლიანმა არჩევნებმა" მოახდინა ადგილობრივი დამკვირვებლების დატრენინგება არჩევნებისათვის, ასევე ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი. ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ტრენინგები ჩატარდა ორ ეტაპად, რომელიც ასევე მოიცავდა მათ ტესტირებას. პროექტის სახელწოდება: 2008 წლის სამართლიანი არჩევნები და ინფორმირებული ამომრჩევლები დონორი ორგანიზაცია: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2007 - თებერვალი 2008 პროექტის ბიუჯეტი: 66 741,40 ევრო განხორციელებული საქმიანობები: "სამართლიანმა არჩევნებმა" განახორციელა ხმების პარალელური დათვლა და არჩევნების დღის მონიტორინგი. ორგანიზაციის დამკვირვებლებს ჩაუტარდათ ტრენინგები; განხორციელდა მონიტორინგი არჩევნების შემდგომ პროცედურებზე; გამოიცა არჩევნების საბოლოო ანგარიში. 2007 წელი პროექტის სახელწოდება: საქართველო - სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება დონორი ორგანიზაცია: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2007 - 30 აპრილი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 33 900,00 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში გაიმართა საერთო კრება, ჩატარდა ორი გამგეობის სხდომა და სტრატეგიული დაგეგმარების სემინარი; განახლდა ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაცია; გაიმართა მრგვალი მაგიდა; ჩატარდა ტრენინგი "ეფექტური შიდა კომუნიკაცია", ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგ-სემინარები; გამოიცა გაზეთი. პროექტის სახელწოდება: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი საჯარო ორგანოების გამჭვირვალობაში დონორი ორგანიზაცია: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2007 - 15 ივნისი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 44 855,50 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: ორგანიზაციამ განახორციელა მონიტორინგი 61 მუნიციპალიტეტისა და 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს სხდომებზე. დააკვირდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობებს. პროექტის პარგლებში ჩატარდა 30 გამჭვირვალობის ტრენინგი და 57 საჯარო შეხვედრა, ასევე მონიტორინგი განხორციელდა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით; გამოიცა ბროშურა "ინფორმაციის თავისუფლება", ასევე გაზეთის სახით გამოიცა და გავრცელდა მონიტორინგის შედეგები. პროექტის სახელწოდება: 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული ხარჯებისგამჭვირვალობა დონორი ორგანიზაცია: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო პროექტის ხანგრძლივობა: მარტი, 2007 - სექტემბერი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 31 958,80 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: ორგანიზაციამ განახორციელა მონიტორინგი ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გაწეულ ხარჯებზე. კომისიებიდან გამოთხოვილ იქნა ფინანსური ბალანსები, ასევე ტენდერების მასალები და ფინანსური დეკლარაციები. სპეციალური კითხვარის საშუალებით, გამოიკითხა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. პროექტის სახელწოდება: საქართველო 2008 წლის არჩევნები: ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესება. 1 ფაზა დონორი ორგანიზაცია: ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი, 2007 - ოქტომბერი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 31 569,90 ევრო განხორციელებული საქმიანობები: ორგანიზაციამ განახორციელა ამომრჩეველთა განათლების კამპანია, ორგანიზება გაუკეთა საჯაროს სტენდებს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში; დაიბეჭდა და გავრცელდა ფლაერები/პოსტერები; ამასთანავე ორგანიზაციამ მონიტორინგი განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ კარ-და-კარ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესზე. პროექტის სახელწოდება: მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობა დონორი ორგანიზაცია: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივნისი, 2007 - 31 დეკემბერი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 70 816,00 აშშ დოლარი განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში "სამართლიანმა არჩევნებმა" ჩაატარა 73 საჯარო შეხვედრა, 60 სემინარი "მე ხმას ვაძლევ პირველად", მცირე გრანტების პროექტები. ამასთანავე გაიმართა მრგვალი მაგიდა, თემაზე: "საარჩევნო დავები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". პროექტის სახელწოდება: საქართველო 2008 წლის არჩევნები: ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესება. 2 ფაზა დონორი ორგანიზაცია: ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი, 2007 - დეკემბერი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 28 652,00 ევრო განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია აკვირდებოდა სპეციალური ჯგუფების მუშაობას, მონაცემების შეგროვებას და შემდეგ ამ მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეყვანის პროცესს. ამასთან, ორგანიზაციამ გააკეთა პირველ ფაზაში განხორციელებული "ამომრჩეველა ინფორმირების პროექტის" შეფასება. პროექტის სახელწოდება: ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია დონორი ორგანიზაცია: ევროპის საბჭო პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი, 2007 - 31 დეკემბერი, 2007 პროექტის ბიუჯეტი: 39 154,79 ევრო განხორციელებული საქმიანობები: ორგანიზაციამ გაავრცელა ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის დამზადებული პოსტერები და ლიფლეტები; ორგანიზება გაუკეთა საჯარო სტენდებს; ამომრჩეველთათვის მოამზადა სპეციალური საინფორმაციო ვიდეო და აუდიო რგოლები, რომლებიც გადაიცა ტელევიზიებითა და რადიოთი. "სამართლიანმა არჩევნებმა" მოსახლეობის ინფორმირებისათვის, ასევე ორგანიზება გაუკეთა ოთხ რადიო გადაცემას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრებმა. |
დოკუმენტური ფილმი
![]() ![]()
|
|||||||||||||
| თავფურცელი | ჩვენს შესახებ | დაგვიკავშირდით | საიტის რუკა | © 1995-2012 "სამართლიანი არჩევნები" |