 |
 |

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო საჯარო შეხვედრების ჩატარება, პროექტის - "საქართველო: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები", ფარგლებში. იხილეთ ჩატარებული საჯარო შეხვედრები:
| შეხვედრის ადგილი |
ჩხოროწყუ/ სოფ. ჭოღის საჯარო სკოლის შენობა |
| თარიღი/დრო |
06.03.2009/ 14:00 |
| თემა |
აქტიური ახალგაზრდობა ჭოღის თემში. |
| სტუმრები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი; საკრებულოს წევრი; თემის რწმუნებული. |
| შედეგი |
შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ სოფელში გადაჭრილიყო ისეთი პრობლემები, რომლებიც გაახალისებდა მათ თაობას და ახალგაზრდობაში სოფელში დარჩენის სურვილს გაამყარებდა. ზოგადად შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ შესაკეთებელია ხიდ - ბოგირი, გასაახლებელია წისქვილი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მოხდება სოფლის სტადიონის შეკეთება. თანაც სოფლისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებშიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ეს საკითხი აღმოჩნდა. ასევე გადაწყდა ცენტრალური უბნის გარე განათებით უზრუნველყოფა. |
| შეხვედრის ადგილი |
აბაშა/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
05.03.2009/ 11:00 |
| თემა |
ტყვირის თემის პრობლემები |
| სტუმრები |
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი; საქართველოს პარლამენტის აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი. |
| შედეგი |
ტყვირის თემის მოსახლეობას უამრავი შეკითხვა ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან, თუმცა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილდა საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე, ეკლესიის მშენებლობისათვის ტყვირის თემის ყოფ. საკრებულოს შენობის გადაცემასა და სასმელი წყლის მილების გამოცვლაზე. მოწვეული სტუმრები დამსწრე საზოგადოებას დაპირდა, რომ 15 მარტიდან, კერძოდ, საპრეზიდენტო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებენ ბაღის რეაბილიტაციაზე. ამასთან, განიხილება ეკლესიის მშენებლობის საკითხი. |
| შეხვედრის ადგილი |
დმანისი/ სოფ.დიდი დმანისის ადმინისტრაციული შენობა |
| თარიღი/დრო |
04.03.2009/ 14:00 |
| თემა |
სოფლის პროგრამის განხილვა და პრიორიტეტების გამოკვეთა. |
| სტუმრები |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; სოფლის რწმუნებული; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
შეხვედრამ ჩაიარა დიალოგის რეჟიმში. ადგილზე გამოიკვეთა ძირითადი თემა - საბანკეტო დარბაზის აღდგენა-რეაბილიტაცია. მოსახლეობამ ისაუბრა არსებულ პრობლემაზე და თავისი დახმარება შესთავაზა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. გამგეობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია და ბიუჯეტში უკვე გაწერილია ამისათვის თანხები. |
| შეხვედრის ადგილი |
ქარელი/ გამგეობის მცირე დარბაზი |
| თარიღი/დრო |
04.03.2009/ 13:00 |
| თემა |
კანალიზაციის პრობლემა მუსხელიშვილის ქუჩაზე. |
| სტუმრები |
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი; კომუნალური სამსახურის უფროსი; კომუნალური სამსახურის სპეციალისტი; მასმედიის წარმომადგენლები (გაზეთი - "ქარელის მოამბე"). |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა არსებულ პრობლემაზე და სთხოვა დახმარება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. აღმოჩნდა, რომ კანალიზაციის საკითხის გარდა მოსახლეობას აწუხებს ნაგვის გატანის პრობლემაც. მათ კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებს ამ პრობლემის მოგვარებაც სთხოვეს. მოწვეულმა სტუმრებმა ურჩიეს განცხადების დაწერა და დაპირდნენ ტექნიკური სახის დახმარების გაწევას საჭირო თანხის გადახდის შემთხვევაში. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ ჩუღურეთი, # 22 საავტორო სკოლა |
| თარიღი/დრო |
28.02.2009/ 15:00 |
| თემა |
მირცხულავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა |
| სტუმრები |
დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. |
| შედეგი |
შეხვედრაზე ისაუბრეს გზასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია აწუხებს წყალტუბოს ქუჩის მოსახლეობას. გამგებლის მოადგილემ განმარტა, რომ ამ ქუჩაზე გზის საფარის შეკეთება განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა საჭიროა მიწისქვეშა კომუნიკაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია და შემდეგ გზის საფარის შეკეთება. მან ასევე აღნიშნა, რომ მარტიდან დაგეგმილია აღნიშნული სამუშაოების დაწყება, რისთისაც თანხა უკვე გაწერილია ბიუჯეტში და ზაფხულისათვის უკვე ეს პრობლემა მოგვარებული იქნება. მოსახლეობამ შეხვედრაზე დამატებით ისაუბრა რამოდენიმე საკითხზე, კერძოდ: სასმელი წყლის უწყვეტად მომარაგება, კანალიზაციის მოწესრიგება, ბუნებრივი აირის ცენტრალური სისტემის პრობლემა. ასევე, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამგებლის მოადგილეს მოახსენა თავისი ოჯახური პრობლემა და იქვე მიიღო დაპირება ერთჯერადი 500 ლარიანი ფულადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, მედიკამენტების შესაძენად. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ ისანი, # 90 საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
28.02.2009/ 13:30 |
| თემა |
ვაზისუბნის შიდა გზების რეაბილიტაცია; მაწანწალა ძაღლების პრობლემა; ღია ჭები. |
| სტუმრები |
ისან-სამგორის გამგებელი; გამგებლის მოადგილეები; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტები. |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან უამრავი შეკითხვა დაისვა მოწვეული სტუმრების მიმართ, რაზეც გამგებელმა გასცა კომპეტენტური პასუხები. ამასთან, მოსახლეობას დაპირდა ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას. ეს პრობლემებია: სკოლასთან დაკავშირებული საკითხები, მაწანწალა ძაღლების პრობლემა, ღია ჭები, სკვერის რეაბილიტაცია, სტადიონის საფარის შეცვლა. |
| შეხვედრის ადგილი |
თერჯოლა/ გოდოგნის თემი, სოფ. ნაგარევის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
28.02.2009/ 13:00 |
| თემა |
სოფლის შიდა გზების შეკეთება |
| სტუმრები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; საკრებულოს წევრი; თემის რწმუნებული. |
| შედეგი |
მოსახლეობამ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე და დაუსვა კითხვები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომ თემში მოიხრეშება შიდა გზები, გამოიყოფა წყლის მილები და შეკეთდება 2 ხიდი, რომელთაც ასევე გაუკეთდბა მოაჯირები. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ სოფ. პატარა ლილო, საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
28.02.2009/ 11:45 |
| თემა |
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, გზის კეთილმოწყობა |
| სტუმრები |
მუნიციპალიტეტის გამგებელი; სოფლის რწმუნებული. |
| შედეგი |
შეხვედრის დროს გარკვეული პრობლემატური საკითხები ადგილზევე გადაწყდა, რიგ საკითხებზე კი მოხდა შეთანხმება გამგებელსა და მოსახლეობას შორის. ერთადერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც გამგებელი ვერ დაპირდა მოსახლეობას - გზის რეაბილიტაცია იყო. გზა საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას და დაკავშირებულია დიდ თანხებთან, ეს კი თავის მხრივ შედის ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაში. გამგებელი შეხვედრის მონაწილეებს დაპირდა აღნიშნულ სამსახურთან შუამდგომლობას. შეხვედრის მონაწილეებს შორის მოხდა შემდეგ საკითხებზე შეთანხმება: 1.საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; 2.ავტობუსის მიძრაობის გრაფიკი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით; 3. კომპიუტერების გადაცემა სკოლისთვის ერთ კვირიან ვადაში; 4. სკოლის შესასვლელი კარების გარემონტება; 5.შეხვედრის ორგანიზება რიგი საკითხების გადასაჭრელად: სასმელი წყლით მომარაგება, ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანება და ეკლესიის ასაშენებელი ადგილის გამოყოფა. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ ქ. ქავთარაძე # 16; # 35 საფეხბურთო სკოლა |
| თარიღი/დრო |
27.02.2009/ 18:30 |
| თემა |
ქ. ვაჟა ფშაველა # 30 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა |
| სტუმრები |
ვაკე-საბურთალოს გამგებლი. |
| შედეგი |
გაიმართა დიალოგი გამგებელსა და მოსახლეობას შორის. გამგებელი დაპირდა მოსახლეობას, რომ მარტის ბოლოს დასრულდება სანიაღვრე არხის სამუშაოები და გამოცხადდება ტენდერი, რის შემდეგაც დაიწყება გზის კეთილმოწყობა. გზის კეთილმოწყობისთანავე გაკეთდება საბავშვო მოედანი. რაც შეეხება სადარბაზოსა და სახურავის შეკეთებას, აღნიშნული საკითხები შედის "თბილისის კორპუსის" კომპეტენციაში, შესაბამისად მოსახლეობამ უნდა მიმართოს სწორედ ამ სამსახურს. |
| შეხვედრის ადგილი |
ხულო/ სოფ. დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა |
| თარიღი/დრო |
27.02.2009/ 14:00 |
| თემა |
სოფელ დიდაჭარის შიდა გზების რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
ადინისტრაციული ერთეულის რწმუნებული; მასმედიის წარმომადგენლები (გაზეთები: "ბათუმელები", "ხულო") |
| შედეგი |
საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა სოფლის შიდა გზაზე, რომელიც იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლის ცენტრამდეც კი ვერ მიდის, სოფლის მოსახლეობას კი რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით უწევს. მათ გზის შეკეთება კატეგორიულად მოითხოვეს. სოფლის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ამ პრობლემას აუცილებლად გააცნობდა შესაბამის ორგანოებს და მოსახლეობას დაპირდა არსებული პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში. |
| შეხვედრის ადგილი |
ონი/ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
27.02.2009/ 12:00 |
| თემა |
კანალიზაციის სისტემის შექმნა |
| სტუმრები |
ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი; დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი; მასმედიის წარმომადგენლები (გაზეთი - "ონი News"). |
| შედეგი |
პირველი საჯარო შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა რიგი სხვა საკითხები. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის თხოვნა იყო დამატებითი შეხვედრის ორგანიზება იმავე თემაზე. კანალიზაციის სისტემის არ არსებობამ ონში პარალელურად გამოკვეთა წყლის სისტემის გამოცვლისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხი. გამგებელი ერთგვარი ანგარიშით წარსდგა მოსახლეობის წინაშე. მან განაცხადა, რომ 5 მარტიდან იწყება პროექტებზე მუშაობა და სამივე საკითხი პარალელურ რეჟმში გადაწყდება. |
| შეხვედრის ადგილი |
თეთრიწყარო/ სოფ. ახალსოფელი, საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
26.02.2009/ 14:00 |
| თემა |
გზის რეაბილიტაცია. |
| სტუმრები |
სოფლის რწმუნებული. |
| შედეგი |
შეხვედრა გაიმართა ახალსოფლის საჯარო სკოლის ეზოში, რადგანაც სოფელში არ იყო ისეთი შენობა, სადაც ყველა მონაწილე დაეტეოდა. შეხვედრაზე მოწვეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გამგებელმა ვერ მოახერხა შეხვედრაზე დასწრებადა და სატელეფონო ზარის მეშვეობით ბოდიში მოუხადა მოქალაქეებს. სოფლის მოსახლეობამ ისაუბრა ძირითად პრობლემაზე - დაზიანებული გზაზე, რომელიც აკავშირებს სამ სოფელს და რომელიც იწვევს სხვადასხვა პრობლემებს, მაგალითად: ტრანსპორტის არარსებობას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების არ ყოფნის გამო, მოქალაქეება დაწერეს წერილი გამგებლის სახელზე, სადაც აღწერეს არსებული პრობლემა და მოიუთხოვეს პრობლემის დროული მოგვარება. წერილი გამგებელს მიაწოდა "სამართლიანი არჩევნების" თეთრიწყაროს ოლქის კოორდინატორმა. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ ქ. მირცხულავა, # 4; # 22 საავტორო სკოლა |
| თარიღი/დრო |
26.02.2009/ 14:00 |
| თემა |
მირცხულავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა |
| სტუმრები |
დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
შეხვედრას ჰქონდა დიალოგის ფორმატი. რამოდენიმე მოქალაქის დაფინანსების საკითხი ადგილზევე გადაიჭრა. მოსახლეობამ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე და თავისი დახმარება შესთავაზა მოწვეულ სტუმრებს. გამგეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხი მოგვარებადია, რისთვისაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია საჭირო თანხები. |
| შეხვედრის ადგილი |
ვანი/ ყოფ. საკრებულოს შენობა |
| თარიღი/დრო |
26.02.2009/ 12:00 |
| თემა |
სალხინოს თემისათვის გამოყოფილი თანხების განაწილების საჯარო განხილვა. |
| სტუმრები |
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი; თემის რწმუნებული. |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს სხვადასხვა პრობლემებზე, რომლებიც თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. შემდეგ გამგებლის მოადგილემ დაასახელა თანხის ოდენობა, რომელიც თემისთვის არის გამოყოფილი და ერთობლივად შეჯერდნენ თუ როგორ მოხდებოდა ამ თანხის გადანაწილება: 1. სოფ. ზენობნის გზის მოხრეშვა; 2. წყაროებიდან თვითდინებით მომავალი წყლის მილების რეაბილიტაცია; 3. შარაშენიძეების უბანში მინი სტადიონის შეკეთება; 4. სოფ. სალხინოს თემში სკვერის შეკეთება; 5. ადმინისტრაციული შენობაში არსებული კლუბის შეკეთება; 6. შინმიუსვლელთა სტენდის გადატანა თემის ცენტრში; 7. სალხინოს სასაფლაოს შემოღობვა. მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა, თუმცა სთხოვეს "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორს მონიტორინგი განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაპირებული საქმიანობების შესრულებაზე. |
| შეხვედრის ადგილი |
ბორჯომი/ სოფ. დვირის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
25.02.2009/ 15:00 |
| თემა |
სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა |
| სტუმრები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის მოადგილე; ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე; საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი; თემის რწმუნებული; მას მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია - "ბორჯომი", გაზეთი - "ბორჯომი"). |
| შედეგი |
სოფელ დვირში მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება გრაფიკით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს გრაფიკიც ირღვევა. გამგებელი დაპირდა მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას. შეხვედრაზე ასევე წამოიჭრა საძოვრებისა და სათიბი მინდვრების პრობლემა. ეს ტერიტორიები მოხვდა ნაკრძალის ზონაში, რის გამოც მოსახლეობამ მოითხოვა სანაცვლო ტერიტორიების გამოყოფა. რაიონის ხელმძღვანელობა მოსახლეობას ამ საკითხის მოგვარებასაც დაპირდა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ასევე მოითხოვა შიდა გზების რეაბილიტაცია, რაზეც ბიუჯეტში შესაბამისი თნხების არ ქონის გამო გამგებელმა უარი განაცხადა, თუმცა დაპირდა, რომ გაითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტში. |
| შეხვედრის ადგილი |
წყალტუბო/ სოფ. სორმონის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
25.02.2009/ 12:00 |
| თემა |
სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი; ჯანდაცვის სამსახურის უფროსი; თემის რწმუნებული; რწმუნებულის წარმომადგენლები სოფელ სორმონასა და სოფელ ჭოლევში. |
| შედეგი |
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას აცნობეს, რომ სიფლისთვის გამოყოფილია 9 ათასი ლარი, რომლითაც დაგეგმილია სოფლებში გამავალი ცენტრალური გზის მოხრეშვა. მოსახლეობაში ამ ინფორმაციამ უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი მოთხოვნა იყო შიდა სასოფლო გზის შეკეთება და არა ცენტრალური გზების უხარისხოდ მოხრეშვა, რასაც ხშირად აკეთებდა ადგილობრივი თვითმმართვეობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობისთვის გზის შეკეთებაზე პრიორიტეტული სოფელში შეხვედრებისთვის შენობის გამოყოფა და მისი რემონიტი აღმოჩნდა. შეხვედრის დასასრულს, გამგებლის მოადგილემ მოსახლეობას მისცა ერთ კვირიანი ვადა, რათა მათ დაეზუსტებინათ თავიანთი მოთხოვნა, წერილობითი ფორმით წარედგინათ გამგეობაში, შემდეგ კი გამგეობა იზრუნებდა პრობლემის მოგვარებაზე უახლოეს მომავალში. |
| შეხვედრის ადგილი |
ბაღდათი/ სოფ. დიმის საბავშვო ბაღი |
| თარიღი/დრო |
23.02.2009/ 12:00 |
| თემა |
საბავშვო ბაღის შემოღობვა |
| სტუმრები |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლი; თემის რწმუნებული; გამგეობის აპარატის უფროსი. |
| შედეგი |
შეხვედრის თემა იყო, საბავშვო ბაღის შემოღობვა, რათა უზრუნველყოფილიყო ბავშვების უსაფრთხოება. საუბარი იყო 200 მეტრიან მონაკვეთზე. აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ 33 ათასი ლარიდან, რომელიც გამოყოფილია ადგილობრივ ბიუჯეტში სოფლისთვის, თანხის ნაწილი აუცილებლად მოხმარდება ბაღის შემოღობვას. დამატებით დაისვა ბაღის გადახურვის საკითხი და გადაწყდა, რომ მოხდება სახურავის ნაწილობრივი შეკეთება. "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორი დამსწრე საზოგადოებას დაპირდა, რომ იგი გაუწევდა მონიტორინგს ყველა იმ საქმიანობას, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაპირდნენ მოსახლეობას. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ ნაძალადევი, # 143 საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
21.02.2009/ 12:00 |
| თემა |
შატილის ქუჩის კეთილმოწყობა |
| სტუმრები |
გლდანი-ნაძალადევის გამგებელი; გამგებლის მოადგილეები; აპარატის უფროსი; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანიები - "რუსთავი 2", "საზოგადოებრივი მაუწყებელი"). |
| შედეგი |
შეხვედრაზე შატილის ქუჩის გზის საფარის პრობლემის გარდა დასახელდა ბევრი სხვა პრობლემაც, კერძოდ სასმელი წყლისა და მაწანწალა ძაღლების პრობლემები. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაინიშნეს დაყენებული საკითხები და მოსახლეობას დაპირდნენ პრობლემების ადგილზე შესწავლას. რაც შეეხება შეხვედრის ძირითად თემას - შატილის ქუჩის კეთილმოწყობას, ამასთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება. მოხდება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემების აღმოფხვრა. შეხვედრის დასასრულს გამოითქვა მოსაზრება, ასეთივე შეხვედრის შემოდგომაზე ჩატარებასთან დაკავშირებით. |
| შეხვედრის ადგილი |
გორი/ # 10 საბავშვო ბაღი |
| თარიღი/დრო |
20.02.2009/ 15:00 |
| თემა |
სოციალური პროგრამების გაცნობა დევნილთათვის |
| სტუმრები |
გორის რაიონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი; მას მედიის წარმომადგენლები (გაზეთი - "ქართლის ხმის"). |
| შედეგი |
შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ, რადგან დევნილებმა არ იცოდნენ იმ შეღავათების შესახებ, რაც მათ სახელმწიფომ დაუწესა. სოციალური სამსახურის უფროსი მოსახლეობას დაპირდა ყველანაირ დახმარების გაწევას, რაც კი მის კომპეტენციაში შედიოდა. დევნილების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას სათანადო და ამომწურავი პასუხი გაეცა მოწვეული სტუმრის მიერ. |
| შეხვედრის ადგილი |
ლანჩხუთი/ საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
19.02.2009/ 12:00 |
| თემა |
სუფსის თემში უნაგირას ხიდის აღდგენა |
| სტუმრები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე; საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთის საკრებულოში; მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობამ აქტიურად დასვა ხიდის აღდგენის საკითხი. ვინაიდან აღნიშნული ხიდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ორ ტერიტორიულ ერთეულს აკავშირებს, მოსახლეობის მოთხოვნა გაზიარებული იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ აუცილებლად მოხდებოდა ხიდის რეაბილიტაცია უახლოეს დროში. |
| შეხვედრის ადგილი |
ქუთაისი/ მერიის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
18.02.2009/ 15:00 |
| თემა |
ეტლით მოსიარულე ინვალიდთა ქალაქში გადაადგილების საშუალების უზრუნველყოფა |
| სტუმრები |
ქალაქის მერი; ვიცე მერი; მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; საკრებულოს წარმომადგენელი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია - "რიონი", "მეგა TV"; რადიო - "ძველი ქალაქი"; გაზეთები - "ახალი გაზეთი" , "PS"). |
| შედეგი |
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომელთაც ოჯახში ყჰავთ ეტლით მოსიარულენი. ამ ადამიანებმა წამოწიეს რამოდენიმე პრობლემა. ქუთაისის მერმა მოისმინა თითოეული მათგანი და შეხვედრის ბოლოს პასუხი გასცა მოქალაქეთა მხრიდან დასმულ კითხვებს. მან განაცხადა, რომ ყველგან სადაც იგება ტროტუარები შეიქმნება პირობები ეტლით მოსიარულეთათვის. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებთან მისადგომებს, მერმა დადო პირობა, რომ არცერთ ახალი შენობის პროექტს არ მოეწერება ხელი თუ მასში არ იქნება ინვალიდებისთვის ხელსაყრელი პირობები ჩადებული. შეხვედრაზე შეკითხვა დაისვა ინვალიდებისთვის ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებით, რაზეც განაცხადეს, რომ შესაძლებელია ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აგვისტოს თვეში გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე. მოუგვარებელი დარჩა ერთერთი მშობლის მოთხოვნა - 9 სართულიან ბინაში ლიფტის შეკეთება, რადგანაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ლიფტების შეკეთება მხოლოდ 14 და 12 სართულიან კორპუსებში. |
| შეხვედრის ადგილი |
ზესტაფონი/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
18.02.2009/ 13:50 |
| თემა |
წყლის პრობლემა ზესტაფონში |
| სტუმრები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; თავმჯდომარის მოადგილე; საკრებულოს აპარატის უფროსი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; გამგეობის აპარატის უფროსი; წყალკანალის უფროსი და მთავარი ინჟინერი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია "არგო", გაზეთი "მოამბე"). |
| შედეგი |
წყლის პრობლემა რომელიც ზესტაფონის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს, გამოწვეულია როგორც წყლის მიწოდების სიმცირით (კვირაში ორჯერ), ასევე მოსახლეობის მხრიდან გადასახადის გადაუხდელობით. მოსახლეობამ განაცხადა, რომ არ იხდიან გადასახადს იმ მიზეზით, რომ წყალი არ მოდის, ხოლო წყალკანალის წარმომადენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქს აქვს დიდი დავალიანება. მოწვეულმა სტუმრებმა მოქალაქეებს სთხოვეს, რომ იქნებ შეძლონ სულზე 1 ლარის გადახდა, რაც ხელს შეუყობს წყლის სისტემის გაუმჯობესებას. ამასთან აღნიშნეს, რომ ელოდებიან ფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტიდან აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორს, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება მარტის თვეში. |
| შეხვედრის ადგილი |
ამბროლაური/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
18.02.2009/ 12:30 |
| თემა |
წყლის პრობლემები ბრატისლავას ქუჩაზე |
| სტუმრები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურის დარგში; გამგეობის მთავარი სპეციალისტი; ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. |
| შედეგი |
შეხვედრაზე ისაუბრეს წყლის დაზიანებულ მილებზე, რაც თავის მხრივ იწვევს წყლის მიწოდების პრობლემას ბრატისლავას ქუჩაზე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეები და მოწვეული სტუმრები ერთობლივად გამოავლენდნენ დაზიანებულ უბნებს, შემდეგ კი მოხდება მილების ხელახალი შედუღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის მოუგვარებლობა ახლახანს გამოცვლილი მილების, უხარისხოდ დამონტაჟებამ გამოიწვია. შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ კორპუსში კანალიზაციის არ არსებობის საკითხი დააყენა და მოითხოვა სისტემის დამონტაჟება, ეზოში მაინც. თავიდან პრობლემის მოგვარება ინფრასტრუქტურის სამსახურს წარმოაუდგენლად ეჩვენა, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ შეიმუშავებენ პროექტს. სამუშაოების შესრულება კი მოსახლეობამ თავის თავზე აიღო. |
| შეხვედრის ადგილი |
ამბროლაური/"ენერგო-პროს" შენობა |
| თარიღი/დრო |
16.02.2009/ 12:30 |
| თემა |
გამრიცხველიანება |
| სტუმრები |
რწმუნებულის პირველი მოადგილე; "ენერგოპროს" წარმომადგენლები. |
| შედეგი |
მოქალაქეებმა ისაუბრეს ელექტროენერგიის მრიცხველებზე, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ამბროლაურის მოსახლეობისთვის. მოქალაქეებს უჭირთ კომუნალური მრიცხველებით გადახდა. მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ ისინი ელოდებიან ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 2009 წლის აპრილიდან, დაიწყება გამრიცხველიანების სამუშაოები. |
| შეხვედრის ადგილი |
დუშეთი/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
14.02.2009/ 13:00 |
| თემა |
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის მოადგილე; საკრებულოს თავმჯდომარე; საკრებულოს პრეს-სამსახურის წარმომადგენლები; მაჟორიტარი დეპუტატის აპარატის უფროსი; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
მოწვეულმა სტუმრებმა წინასწარ ნახეს და შეისწავლეს არესბული პრობლემები, შესაბამისად შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატით. გამგებელი დაპირდა ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, შემდეგ კი გზის საფარის დაგებას და დაზიანებული ხეების გადაბელვას. |
| შეხვედრის ადგილი |
ჭიათურა/ სოფ. საქარეთუბნის ყოფილი საკრებულოს შენობა |
| თარიღი/დრო |
14.02.2009/ 13:00 |
| თემა |
სოფელსა და რაიონულ ცენტრს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა |
| სტუმრები |
ჭიათურის გამგეობის წარმომადგენელი; თემის რწმუნებული. |
| შედეგი |
ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა ჭიათურის მიმართულებით ავტობუსის დანიშვნა. ეს პრობლემა არ ეხება მარტო სოფელ საქარეთუბანს, რადგან ტრანსპორტის დანიშვნა შეუმსუბუქებს მდგომარეობას თემში შემავალ კიდევ სამ სოფელს, რომლებიც მდებარეობს ჭიათურა-საქარეთუბნის გზაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე მათ არა აქვთ საკმარისი თანხები პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა განაცხადეს რომ მოსახლეობას უშუამდგომლებენ ტრესტთან, რომელიც პასუხისმგებელია ტრანსპორტის დანიშვნაზე. ამასთან, "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორი დაპირდა მოსახლეობას, რომ დამატებით შეაწუხებს შესაბამის სტრუქტურებს, რათა დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ # 64 საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
13.02.2009/ 18:00 |
| თემა |
ვაჟა ფშაველას გამზირის, # 12 ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა |
| სტუმრები |
საბურთალოს გამგებელი; გამგებლის მოადგილე; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
მოქალაქეებმა გამგებელს სთხოვეს დახმარება რამოდენიმე საკითხის მოგვარებაში. კერძოდ: 1. ვაჟა ფშაველას # 12 კორპუსის ეზოს დასუფთავება, ხელისუფლების მიერ აღებული ავტო-ფარეხების სამშენებლო ნარჩენების გატანა და სკვერის მოწყობასთან დაკავშრებული საკითხების მოგვარება; 2. იმ პიროვნებების საკითხის გადაწყვეტა, რომლებიც არ ცხოვრობენ აღნიშნულ კორპუსში, არც ამხანაგობის წევრები არიან, თუმცა დაჟინებით მოითხოვენ კორპუსის ეზოში ეკლესიის მშენებლობას; 3. ღამის საათებში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირება. გამგებელი დაპირდა მოსახლეობას, რომ იგი თითოეულ საკითხს დეტალურად შეისწავლის და სამი თვის განმავლობაში დასახავს პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზებს. |
| შეხვედრის ადგილი |
ჩოხატაური/ სოფ. დაბლაციხეს კულტურის სახლი |
| თარიღი/დრო |
13.02.2009/ 15:00 |
| თემა |
სოფელ დაბლაციხეში კულტურის სახლის რემონტი |
| სტუმრები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის პირველი და მეორე მოადგილე; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; თემის რწმუნებული. |
| შედეგი |
როგორც შეხვედრაზე მოსახლეობამ განაცხადა, კულტურის სახლი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია სოფლის მომავალი თაობისთვის და მათი განათლების დონის გაუმჯობესებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კლუბის რემონტი 2009 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მაინც გამოთქვა დასმული პრობლემის მოგვარების მზაობა. გამგებელმა დეტალურად გამოიკითხა რა ტიპის რემონტსა და ინვენტარს საჭიროებს კლუბი და მოსახლეობას დაპირდა, რომ შენობის დასათვალიერებლად გამოგზავნის სპეციალისტებს. გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა და თუ რემონტი კოლოსალურ თანხებთან არა იქნება დაკავშირებული, მის კოსმეტიკურ რემონტი და ინვენტარით უზრუნველყოფა აუცილებლად დაფინანსდება. |
| შეხვედრის ადგილი |
დედოფლისწყარო/კულტურის სახლის მცირე დარბაზი |
| თარიღი/დრო |
13.02.2009/ 14:00 |
| თემა |
სოციალური დახმარების განაწილების პრობლემები |
| სტუმრები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი; სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი. |
| შედეგი |
საჯარო შეხვედრაზე სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ გამოხატა უკმაყოფილება სოციალური დახმარების გადანაწილებასთან დაკავშირებით. დამსწრე საზოგადოების განცხადებით სოციალური სააგენტოს მიერ არ ხდება ბენეფიციარების ქონების ზუსტი შეფასება, შესაბამისად, მათზე მინიჭებული მაღალი ქულების გამო ისინი რჩებიან სოციალური დახმარების გარეშე, მაშინ როდესაც მატერიალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი მოქალაქეები იღებენ სოციალურ დახმარებებს. საჯარო შეხვედრაზე პასუხისმგებელმა პირებმა დაწვრილებით განუმარტეს მოქალაქეებს, თუ როგორ ხდება ბენეფიციარების შეფასება და შემდგომ ქულების მინიჭება. |
| შეხვედრის ადგილი |
მარტვილი/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
13.02.2009/ 13:00 |
| თემა |
გზებისა და ხიდბოგირების შეკეთება |
| სტუმრები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; სოფლის რწმუნებული. |
| შედეგი |
გამგებლის მოადგილემ განაცხადა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოფილია 40 ათასი ლარი გზების რეაბილიტაციისთვის. ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტს ანჭებს გზებისა და ხიდ-ბოგირების შეკეთებას, ეს თანხა მოხმარდება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას. დამატებით მოსახლეობამ მოითხოვა წყალსაცავის შეკეთება, ხოლო ახალგაზრდებმა - მინი სტადიონის მოწყობა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ დარჩება ბიუჯეტში თანხა, ისინი აუცილებლად დააკმაყოფილებენ მოქალაქეთა ამ მოთხოვნებსაც. |
| შეხვედრის ადგილი |
ხონი/ გამგეობის სააქტო დარბაზი |
| თარიღი/დრო |
13.02.2009/ 12:00 |
| თემა |
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა |
| სტუმრები |
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის მოადგილე; "ენერგო-პროს" წარმომადგენლები; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია "მეგა TV"). |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს თუ რა საფრთხეს უქმნის ფეხითმოსიარულე ადამიანებს გაუნათებელი გზა და მოუწესრიგებელი ტროტუარები. მოქალექეებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს ხონი-მარტვილი, ხონი - სამტრედია და ხონი-ქუთაისის ტრასის მიმართულებით მდებარე ქუჩებზე. გამგებელმა ისაუბრა თუ რა თანხებია გამოყოფილი ამ საქმიანობისათვის. აღნიშნა, რომ ტროტუარების შეკეთებას დაიწყებენ ცენტრალური ქუჩებიდან და მოხდება სამტრედიისაკენ მიმავალი გზის განათება. საერთო ჯამში 3 კმ2-ის მონაკვეთზე მოხდება ტროტუარების განახლება. დამატებით დაისვა კითხვა სანიაღვრე არხების გაწმენდასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კითხვაზე მოქალაქეებმა კონკრეტული დაპირება ვერ მიიღეს. |
| შეხვედრის ადგილი |
თბილისი/ # 1 გიმნაზია |
| თარიღი/დრო |
12.02.2009/ 15:00 |
| თემა |
მთაწმინდის დასახლების ძველი უბნების შენობების პრობლემები და კომპლექსური რეაბილიტაციის პერსპექტივები |
| სტუმრები |
ძველი თბილისის გამგებლის მოადგილეები; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს უკვე დაწყებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ძირითადად უკმაყოფილება გამოხატეს შესრულებულ სამუშაოებში არსებულ ხარვეზებზე. რიგ საკითხებთან მიმართებაში, გამგეობამ არ გაითვალისწინა მოსახლეობის შენიშვნები, რადგან ეს შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წარმოადგენენ კულტურულ მემკვიდრეობას და საჭიროებენ სპეციფიკური სამუშაოების შესრულებას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი დაასრულებენ დაწყებულ სამუშაოებს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეაკეთებენ ისტორიულ შენობა-ნაგებობებსაც. |
| შეხვედრის ადგილი |
ქობულეთი/ ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
12.02.2009/ 14:00 |
| თემა |
სოფელ ბობოყვათის შიდა გზის შეკეთება-რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი; აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქობულეთში; ციხისძირის თემის რწმუნებული; ციხისძირის მაჟორიტარი დეპუტატი. |
| შედეგი |
როგორც შეხვედრაზე მუნიციპალიტეტისა და საგზაო სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბობოყვათის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა საგზაო დეპარტამენტს უკვე გათვალისწინებული აქვს 2009 წლის ბიუჯეტით. სტუმრების განცხადებით, სატენდერო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აღნიშნული გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც დიდი აღმართია, საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, კერძოდ, მოასფალტებას. ამასთან დაკავშირებით, საგზაო დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს აჭარის საგზაო დეპარტამენტში და 15 დღის განმავლობაში აცნობებს მოსახლეობას კონკრეტულ პასუხს არსებული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. |
| შეხვედრის ადგილი |
ბათუმი/ საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
11.02.2009/ 15:00 |
| თემა |
ქალაქის გაზიფიკაცია |
| სტუმრები |
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე; ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი; ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; ბათუმის საკრებულოს დეპუტატები; ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულები, ამხანაგობების თავჯდომარეები; მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
მოსახლეობა ძირითადად დაინტერესებული იყო გაზიფიკაციის ტარიფებითა და ვადებით. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განმარტა, კონკურსში გამარჯვებული კომპანია "სოკარი", რომელთანაც ხელშეკრულება 2008 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა, ხელშეკრულების თანახმად წელიწადნახევარში განახორციელებს ბათუმის გაზიფიკაციას. კერძო სახლების ეზომდე გაზის მიყვანის საფასურია 320 ლარი, ხოლო კორპუსში - 220 ლარი. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება "სოკართან", რათა ამავე კომპანიამ უზრუნველყოს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანაც, რომლის საფასური შევა ძირითად ტარიფში. მთავარი მოთხოვნა იყო გაზიფიკაციის ვადები. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სოკართან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც 10 დღეში უნდა დასრულდეს, სამინისტრო "სამართლიან არჩევნებს" მიაწოდებს გაზიფიკაციის დროში გაწერილ გრაფიკს. შესაბამისად "სამართლიანი არჩევნები" სხვადასხვა ადმინისტრაციების დახმარებით აღნიშნულ გეგმას მიაწვდის ამხანაგობებს. |
| შეხვედრის ადგილი |
მარნეული/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
11.02.2009/ 12:00 |
| თემა |
მარნეულის დასახლებაში მაწანწალა ძაღლებისა და დასუფთავების პრობლემები |
| სტუმრები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის მოადგილეები; გამგეობის აპარატის უფროსი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია - "მარნეული"). |
| შედეგი |
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ განიხილა მარნეულში არსებული პრობლემები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას დაპირდნენ პრობლემების უახლოეს მომავალში მოგვარებას. ამასთანავე, გამგებელმა ისაუბრა დაგეგმილ საქმიანობებზე, კერძოდ: შიდა გზების მოასფალტება, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. შეხვედრაზე ახალგაზრდა მოქალაქეებმა გამოთქვეს ჯგუფის შექმნის სურვილი, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობებზე. მოწვეული სტუმრები დაინტერესდნენ ამ იდეით და დახმარება აღუთქვეს იდეის ავტორებს. |
| შეხვედრის ადგილი |
ხობი/ სოფ. ხეთის ყოფილი საკრებულოს შენობა |
| თარიღი/დრო |
11.02.2009/ 12:00 |
| თემა |
წმ. თევდორეს სახელობის ეკლესიის გასუფთავება და გადახურვა |
| სტუმრები |
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; გამგებლის თანაშემწე; გამგეობის საფინანსო განყოფილების უფროსი; სოფლის რწმუნებული; ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
წმ. თევდორეს სახელობის ეკლესიის გასუფთავება და გადახურვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. შეხვედრაზე მათ გამგებლის მოადგილეს გადასცეს წინასწარ გამზადებული წერილი/თხოვნა ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, პირველ რიგში ისინი მოიძიებენ საშუალებას ძეგლის შესასწავლად, შემდეგ კი გააგზავნიან წერილის შესაბამის სამსახურებში და ეტაპობრივად მიიყვანენ ამ საკითხს ბოლომდე. გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ მათ დასახული აქვთ კონკრეტული ღონისძიებები და თუ დამატებით წყაროებს ვერ გამონახავენ, ადგილობრივი შემოსავლებიდან მაინც მოახერხებენ სამუშაოების დაწყებას. |
| შეხვედრის ადგილი |
საჩხერე/ სოფ. სავანეს საჯარო სკოლის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
08.02.2009/ 12:30 |
| თემა |
სოფ. სავანეს საბავშვო ბაღის შენობის დასუფთავება და რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; თემის რწმუნებული; ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი |
| შედეგი |
შეხვედრის დროს მოხდა ბაღის შენობის დათვალიერება, რის შემდეგაც აღინიშნა, რომ არსებული შენობის შეკეთება შეუძლებელია და საჭიროა ახალი ბაღის მშენებლობა. გადაწყდა, რომ ვინაიდან ბიუჯეტში ჩადებულია გარკვეული თანხა ბაღების რეაბილიტაციისთვის, ამავე თანხით მოხდება ახალი ბაღის მშენებლობაც. მანამდე კი, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და სკოლის პედაგოგების ძალისხმევით მოხდება ბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. შეხვედრაზე მწვავედ დაისვა ნაგვის გატანის საკითხიც. მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნებში ბუნკერების განთავსება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამისათვის ფინანსები ადგილობრივ ბიუჯეტში არ მოიძებნება. გამგებლის მოადგილე მოსახლეობას დაპირდა, რომ კვირაში ერთხელ მათ მოემსახურება მანქანა, რომელიც კონკრეტული ადგილებიდან გაიტანს ნაგავს. შეხვედრის ბოლოს შეიქმნა ჯგუფი. ჯგუფის წევრები გავიდნენ უბნებში და შეარჩიეს ადგილები თუ სად შეიძლება მოხდეს ნარჩენების შეგროვება. |
| შეხვედრის ადგილი |
მცხეთა/სოფ.ქსოვრისის საშუალო სკოლის შენობა |
| თარიღი/დრო |
06.02.2009/ 14:00 |
| თემა |
სოფ. ქსოვრისში სასმელი წყლის სისტემის პრობლემა და რეაბილიტაციის პერსპექტივები |
| სტუმრები |
სოფ. ქსოვრისის რწმუნებული |
| შედეგი |
შეხვედრაზე საუბარი გაიმართა სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მწვავე დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება გაზაფხულზე. გარდა აღნიშნული პრობლემისა, შეხვედრაზე წამოიჭრა სხვა პრობლემატური საკითხებიც, კერძოდ: სოფლის ავტობუსის საკითხი, რომელიც საღამოს საათებში ვერ ახერხებს გადაადგილებას; სოფლის კლუბის რემონტი, რომელიც შეჩერებულია. "სამათლიანი არჩევნების" კოორდინატორმა აუხსნა მოქალაქეებს, რომ გამგებელი მზადაა შეხვედრაზე დაყენებული საკითხები განიხილოს და მოსახლეობის თხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. |
| შეხვედრის ადგილი |
ლენტეხი/ გამგეობის სააქტო დარბაზი. |
| თარიღი/დრო |
06.02.2009/ 13:00 |
| თემა |
ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობასთან ერთად |
| სტუმრები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი; საკრებულოს თავმჯდომარე; საკრებულოს აპარატის უფროსი; გამგეობის აპარატის უფროსი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი |
| შედეგი |
შეხვედრაზე საუბარი გაიმართა რამოდენიმე მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხზე. მოსახლეობა ძირითადად საუბრობა პირად პრობლემებზე. შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლენტეხის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება, ასევე, მოხდება დაბა ლენტეხში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. მოსახლეობა მოითხოვა ლენტეხისთვის მიენიჭებინათ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი, რის შედეგადაც ისინი ისარგებლებდნენ გარკვეული შეღავათებით. საუბარი იყო ელექტროსადენი ბოძების განახლებაზეც. |
| შეხვედრის ადგილი |
შუახევი/ საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
05.02.2009/ 12:00 |
| თემა |
საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაბა შუახევში - ავტოსადგურის ტერიტორიაზე |
| სტუმრები |
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გამგებლის მოადგილე; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; საკრებულოს აპარატის უფროსი; გამგეობის წამყვანი სპეციალისტები; შპს ,,შუახევის წყალკანალის" უფროსი. |
| შედეგი |
როგორც საჯარო შეხვედრაზე გაირკვა საკანალიზაციო სისტემის პრობლემა არა მხოლოდ ავტოსადგურის ტერიტორიას, არამედ მთელ დაბას შუახევს აწუხებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გამგებლის მოადგილის განცადებით, ისინი ამ პრობლემის მოგვარებით აქამდეც დაინტერესებულნი იყვნენ და ეხლა კიდევ უფრო გააქტიურდებიან. შეხვედრაზე შპს ,,აიეპ შუახევის წყალკანალის" უფროსმა აღნიშნა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება თანხებთან არა არის დაკავშირებული. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა საგზაო დეპარტამენტის ნებართვა, რათა გზის გაჭრისა და საკანალიზაციო მილის დამონტაჟების მომენტში დროებით (2-3 საათით) შეჩერდეს მოძრაობა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის - ცენტრ შუახევის მონაკვეთზე. წყალკანალის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ ნებართვისათვის საგზაო დეპარტამენტს უკვე მიმართეს და პასუხს უახლოეს მომავალში ელოდებიან. როგორც კი ნებართვას მიიღებენ საკანალიზაციო სისტემის პრობლემა მოგვარდება ავტოსადგურის ტერიტორიაზე. სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანებული გზის რამოდენიმე მეტრიანი მონაკვეთის შეკეთების ვალდებულებაც წყალკანალმა აიღო საკუთარ თავზე. |
| შეხვედრის ადგილი |
შუახევი/ საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
05.02.2009/ 12:00 |
| თემა |
საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაბა შუახევში - ავტოსადგურის ტერიტორიაზე |
| სტუმრები |
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გამგებლის მოადგილე; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; საკრებულოს აპარატის უფროსი; გამგეობის წამყვანი სპეციალისტები; შპს "შუახევის წყალკანალის" უფროსი. |
| შედეგი |
როგორც საჯარო შეხვედრაზე გაირკვა საკანალიზაციო სისტემის პრობლემა არა მხოლოდ ავტოსადგურის ტერიტორიას, არამედ მთელ დაბას შუახევს აწუხებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გამგებლის მოადგილის განცადებით, ისინი ამ პრობლემის მოგვარებით აქამდეც დაინტერესებულნი იყვნენ და ეხლა კიდევ უფრო გააქტიურდებიან. შეხვედრაზე შპს ,,აიეპ შუახევის წყალკანალის" უფროსმა აღნიშნა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება თანხებთან არა არის დაკავშირებული. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა საგზაო დეპარტამენტის ნებართვა, რათა გზის გაჭრისა და საკანალიზაციო მილის დამონტაჟების მომენტში დროებით (2-3 საათით) შეჩერდეს მოძრაობა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის - ცენტრ შუახევის მონაკვეთზე. წყალკანალის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ ნებართვისათვის საგზაო დეპარტამენტს უკვე მიმართეს და პასუხს უახლოეს მომავალში ელოდებიან. როგორც კი ნებართვას მიიღებენ საკანალიზაციო სისტემის პრობლემა მოგვარდება ავტოსადგურის ტერიტორიაზე. სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანებული გზის რამოდენიმე მეტრიანი მონაკვეთის შეკეთების ვალდებულებაც წყალკანალმა აიღო საკუთარ თავზე. |
| შეხვედრის ადგილი |
თელავი/ ყარაჯალის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
04.02.2009/ 13:00 |
| თემა |
აზერბაიჯანელი მოსახლეობის გვარების მიღების პრობლემები |
| სტუმრები |
სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლები; თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლი; კახეთის სამხარეო ადმინისტრაცის წარმომადგენელი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი; "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი; მასმედიის წარმომადგენლები (თელავის ტელევიზია, რადიო - "ჰერეთი") |
| შედეგი |
საჯარო შეხვედაზე მოწვეულმა სტუმრებმა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს გვარების მიღების პრობლემები. რადგან ეთნიკური ტრადიციის თანახმად მოქალაქე დაბადებიდან გვარს იღებს მამის სახელის საზუძველზე, ამიტომ ბევრი მოქალაქე ატარებს ერთი და იგივე სახელს და გვარს, რის გამოც რთულია მოქალაქის ინდენთიფიკაცია. ეს კი თავის მხრივ გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს (მაგალითად - მემკვიდრეობის მიღებისას, არჩევნებზე და ა.შ). სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომდგენელებმა განუმარტეს საჯარო შეხვედრის მონაწილეებს, რომ მზადდება საკანონმდებლო პროექტი საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, რომელიც ხელს შეუწყობს გვარების მიღების პრობლემის გადაჭრას და ამასთანავე აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო პროექტში გათვალიწინებული იქნება ყარაჯალის მოსახახლეობის რეკომენდაციები ამ საკითხებთან მიმართებაში. |
| შეხვედრის ადგილი |
რუსთავი/ # 21 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა |
| თარიღი/დრო |
03.02.2009/ 14:00 |
| თემა |
ამხანაგობებთან დაკავშირებული პრობლემები; მოსახლეობის პრობლემები და საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მათი გადაჭრის პერსპექტივები. |
| სტუმრები |
ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენლები; დასახლებების ამხანაგობების წარმომადგენლები; კეთლიმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის პროგრამა, რომელიც შეჩერებული იყო აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ისევ გრძელდება. ამასთან, ნაცვლად 30%-ისა, რომელიც თანადაფინენსების სახით უნდა გადაეხადა მოსახლეობას, დამტკიცდა 10%-იანი გადასახადი. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიფტების რეაბილიტაციის დაფინანსება ხორციელდება 100%-ით, პროცესი დაწყებულია და გეგმიურად მიმდინარეობს. მოქალაქეებმა წამოჭრეს ნაგვის ბუნკერების, სარდაფებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის პრობლემები, რაზეც მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია წერილობითი მიმართვა და თანადაფინანსების დროული შეტანა ბანკში. |
| შეხვედრის ადგილი |
რუსთავი/ # 21 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა |
| თარიღი/დრო |
03.02.2009/ 14:00 |
| თემა |
ამხანაგობებთან დაკავშირებული პრობლემები; მოსახლეობის პრობლემები და საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მათი გადაჭრის პერსპექტივები |
| სტუმრები |
ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენლები; დასახლებების ამხანაგობების წარმომადგენლები; კეთლიმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა რომ, ის პროგრამა, რომელიც შეჩერებული იყო აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ისევ გრძელდება. ამასთან, ნაცვლად 30%-ისა, რომელიც თანადაფინენსების სახით უნდა გადაეხადა მოსახლეობას, დამტკიცდა 10%-იანი გადასახადი. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიფტების რეაბილიტაციის დაფინანსება ხორციელდება 100%-ით, პროცესი დაწყებულია და გეგმიურად მიმდინარეობს. მოქალაქეებმა წამოჭრეს ნაგვის ბუნკერების, სარდაფებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის პრობლემები, რაზეც მოწვეულომა სტუმრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია წერილობითი მიმართვა და თანადაფინანსების დროული შეტანა ბანკში. |
| შეხვედრის ადგილი |
ქედა/ სოფ. პირველმაისის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
02.02.2009/ 15:00 |
| თემა |
სოფ. პირველმაისში საბავშვო ბაღის გახსნის პერსპექტივები |
| სტუმრები |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გამგებლის მეორე მოადგილე; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; თემის მაჯორიტარი ქედის საკრებულოში; საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; |
| შედეგი |
საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობამ აქტიურად დასვა თემში საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის საკითხი. როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აჭარის ბიუჯეტიდან იგეგმება რაიონში რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია. ზემოთხსენებულ დაგეგმარებაში არ შედის პირველმაისის თემი. თუკი ამ თემში ბაღის გახსნა დაიგეგმება ეს უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რადგან აღნიშნულ თემს არც უმოქმედო ბაღის შენობა არა აქვს. ამდენად, გამოსავალი ბაღის ახალი შენობის აგებაა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა თქმით, შესაძლოა კიდევ დამატებითაც დაიგეგმოს რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია თუ აშენება და ამ თემის თხოვნას მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. რაკი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსახლეობის ინიციატვივას, მოსახლეობამ თავის მხრივ გამოხატა დახმარების მზადყოფნა. |
| შეხვედრის ადგილი |
ქედა/ სოფ. პირველმაისის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
02.02.2009/ 15:00 |
| თემა |
სოფ. პირველმაისში საბავშვო ბაღის გახსნის პერსპექტივები |
| სტუმრები |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გამგებლის მეორე მოადგილე; საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; თემის მაჯორიტარი ქედის საკრებულოში; საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; |
| შედეგი |
საჯარო შეხვედრაზე მოსახლეობამ აქტიურად დასვა თემში საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის საკითხი. როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აჭარის ბიუჯეტიდან იგეგმება რაიონში რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია. ზემოთხსენებულ დაგეგმარებაში არ შედის პირველმაისის თემი. თუკი ამ თემში ბაღის გახსნა დაიგეგმება ეს უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რადგან აღნიშნულ თემს არც უმოქმედო ბაღის შენობა არა აქვს. ამდენად, გამოსავალი ბაღის ახალი შენობის აგებაა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა თქმით, შესაძლოა კიდევ დამატებითაც დაიგეგმოს რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია თუ აშენება და ამ თემის თხოვნას მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. რაკი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსახლეობის ინიციატვივას, მოსახლეობამ თავის მხრივ გამოხატა დახმარების მზადყოფნა. |
| შეხვედრის ადგილი |
ფოთი/ საკრებულოს სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
31.01.2009/ 12:00 |
| თემა |
სამეგრელოს ქუჩის განტვირთვა მძიმეწონიანი ავტომანქანებისგან |
| სტუმრები |
ქ. ფოთის მერის მოადგილე; მერიის ადმინისტრაციის უფროსი; ფოთის მაჯორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი; ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული; ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი; მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
შეხვედრაზე პრობლემის მოგვარების რამოდენიმე გზა დაისახა, კერძოდ: 1. საპატრულო პოლიციისთვის წერილის გაგზავნა, ქუჩის დასაწყისში საგზაო ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულწილად დაარეგულირებს მძიმეწონიანი მანქანების სწრაფ მოძრაობას; 2. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად პარალელური ქუჩის მოასფალტების დაწყება, რაც ხელს შეუწყობს სამეგრელოს ქუჩის განტვირთვას; 3. შორეულ პერსპექტივაში ინდუსტრიული ზონის ამუშავება, რის შემდეგაც ქალაქის გარეუბანი პირდაპირ დაუკავშირდება ნავსადგურს და ტვირთი გაივლის მცირედასახლებიან ტერიტორიაზე. მოსახლეობა ბოლომდე არ დააკმაყოფილა პრობლემის მოგვარების აღნიშნულმა გეგმამ, თუმცა შეხვედრა მაინც პოზიტიურად შეფასდა. |
| შეხვედრის ადგილი |
ზუგდიდი/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
30.01.2009/ 13:00 |
| თემა |
ახალსოფლისა და კოლხიდის დამაკავშირებელი გზის შეკეთება |
| სტუმრები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები; გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსი; გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; ახალსოფლის რწმუნებული; გამგეობის იურისტი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია "ოდიში"). |
| შედეგი |
როგორც მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, 2009 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი მინიჭებული აქვს გზების შეკეთებას. შეხვედრაზე დაისვა ორი სოფლის - ახალსოფლისა და კოლხიდის დამაკავშირებელი გზის შეკეთების საკითხი, რაზეც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ გზაზე მოხდება გრეიდერის გატარება და გზის მოხრეშვა. აღდგენითი სამუშაოები დაიწყება 1 მარტიდან და თვის ბოლოს დასრულდება. მოქალაქეებმა სთხოვეს უფლებამოსილ პირებს, რომ ამ სამუშაოებში დაესაქმებინათ თავად სოფლის მკვიდრნი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სამართლიანი არჩევნების" რაიონული კოორდინატორი უშუალოდ გაუწევს მონიტორინგს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაპირების შესრულებას. |
| შეხვედრის ადგილი |
ხელვაჩაური/ გამგეობის შენობა |
| თარიღი/დრო |
29.01.2009/ 16:00 |
| თემა |
სოფელ კაპანდიბის სასმელი წყლის პრობლემა |
| სტუმრები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგებლის მოადგილეები; ხელვაჩაურის წყალკანალისა და საბინაო კომუნალური მომსახურების ხელმძღვანელი; მასმედიის წარმომადგენლები (აჭარის ტელევიზია, TV - 25, რადიო - აჭარა). |
| შედეგი |
უკვე რამოდენიმე წელია სოფელ კაპანდიპის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. გამგებელი დაინტერესდა, თუ რა საშუალებით იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება, კერძოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული წყაროს დებეტი იძლევა თუ არა სოფლის წყლით უზრუნველყოფილის შესაძლებლობას. გამგებლის თქმით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდით გათვალისწინებულია 2 მილიონზე მეტი ლარი ხელვაჩაურში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის ამ თანხის დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დაბა ხელვაჩაურზე. რადგანაც სოფელი კაპანდიბი დაბა ხელვაჩაურს ეკუთვნის, ამდენად, სოფელი კაპანდიბსაც მოიცავს ეს პროექტი და აქ არსებული წყლის პრობლემის მოგვარების პერსპექტივაც რეალურია უახლოესი მომავლისათვის. სამუშაოები სავარაუდოდ, აპრილიდან დაიწყება. აპრილამდე კი გამგებელმა შესაბამის უწყებებს აღნიშნული პრობლემის დეტალური შესწავლა და მისი მოგვარების შესაძლებლობების განსაზღვრა დაავალა. |
| შეხვედრის ადგილი |
გლდანი/ გლდანი-ნაძალადევის გამგეობის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
29.01.2009/ 11:00 |
| თემა |
გზის საფარის პრობლემა მუხიანის დასახლებაში. |
| სტუმრები |
გლდანი-ნაძალადევის გამგებელი; გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი; გამგეობის აპარატის უფროსი; რაიონის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე გაირკვა, რომ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით დიდი ხანია მსჯელობენ გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში. გამგებელმა აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დაიწყება სარემონტო სამუშაოები და მოსახლეობას შესთავაზა თავად დაესახელებინათ ტერიტორია, საიდანაც დაიწყებოდა გზის საფარის შეკეთება. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას სთხოვა, მისთვისაც მიემართათ წერილობით არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. შეხვედრის დასასრულს გამგებელმა სთხოვა "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორს, კიდევ ჩაეტარებინა მსგავსი შეხვედრა, სადაც ისაუბრებდნენ განხორციელებულ საქმიანობებზე და დაგეგმავდნენ სხვა პრობლემების გადაჭრის გზებსაც. |
| შეხვედრის ადგილი |
თიანეთი/ გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
28.01.2009/ 14:00 |
| თემა |
გზის საფარის რეაბილიტაცია თიანეთში |
| სტუმრები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში. გამგებელმა განაცხადა, რომ ფინანსები გზის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოყოფილია ადგილობრივ ბიუჯეტში, შესაბამისად გაზაფხულიდან დაიწყება სარემონტო სამუშაოები. გამგებელმა ასევე განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა თავად იქნება ჩართული აღდგენით სამუშაოებში, რაც ასევე ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის გარკვეულწილად მოგვარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თავდაპირველად მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, რომელსაც განახორციელებს სპეციალური სამსახური და მხოლოდ ამის შემდეგ დაიფარება გზა საფარით. |
| შეხვედრის ადგილი |
ოზურგეთი/ შრომის თემის ადმინისტრაციული შენობა |
| თარიღი/დრო |
28.01.2009/ 13:00 |
| თემა |
შრომა-ორმეთის გზის რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი; საკრებულოს თავმჯდომარე; შრომის თემის რწმუნებული; მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა შრომა-ორმეთის გზასთან დაკავშირებით, რომელიც საციცოხლო მნიშვნელობისაა და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. ეს გზა მოსახლეობას სკოლასთან აკავშირებს და ასევე ამ გზით ხდება თემში წყლით მომარაგებაც (წყლის საკითხი ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის). გამგებელმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა, კერძოდ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. |
| შეხვედრის ადგილი |
ბორჯომი/ ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზი |
| თარიღი/დრო |
28.01.2009/ 12:00 |
| თემა |
ქ. ბორჯომის შიდა განათებები |
| სტუმრები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი; საკრებულოს თავმჯდომარე; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია - "ბორჯომი", გაზეთი - "ბორჯომი") |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოსახლეობამ წამოჭრა რამოდენიმე საკითხი, კერძოდ: გარე განათება და უკანონო მფლობელობაში არსებული მიწები. განათებასთან დაკავშირებით გამგებელი მოსახლეობას დაპირდა გარე განათების ბოძების დამატებას, საჭიროების მიხედვით. ასევე, ლიკანის დასახლების მოსახლეობამ მიიღო დაპირება სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დამსწრე საზოგადოება ასევე დაინტერესებული იყო უკანონო მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების საკითხით, რაზეც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრის მიმდინარეობისას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს "სამართლიანი არჩევნების" ბორჯომის კოორდინატორს და ორგანიზაციას, შეხვედრის ორგანიზებისათვის. |
| შეხვედრის ადგილი |
ონი/ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი |
| თარიღი/დრო |
27.01.2009/ 16:00 |
| თემა |
წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრეების პრობლემა ონში |
| სტუმრები |
ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი; ახლადშექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
შეხვედრაზე გამგებელმა განაცხადა, რომ კანალიზაციის შეკეთებასთან დაკავშირებით ჩატარდა ტენდერი, გამოვლინდა გამარჯვებული შპს., რომელიც გაზაფხულიდან დაიწყებს სამუშაოებს. გამგებელი ასევე დაჰპირდა მოსახლეობას, რომ ისინიც იქნებოდნენ ჩართულნი და დასაქმებულნი სამუშაოების დროს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შედგა წყლის პრობლემასთან დაკავშირებით და გადაწყდა დაზიანებული მილების შეკეთება. აღსანიშნავია, რომ 28 იანვარს, საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა საჯარო შეხვედრაზე დასმული საკითხები და მილების შეკეთების საკითხი დადებითად გადაწყდა. |
| შეხვედრის ადგილი |
სამტრედია/ გორგასლის ქ. ყოფილი საჯარო სკოლის შენობა |
| თარიღი/დრო |
27.01.2009/ 10:30 |
| თემა |
გოგებაშვილისა და წერეთლის ქ-ების გაზიფიცირება |
| სტუმრები |
სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; "იტერა გაზპრომის" სამტრედიის წარმომადგენელი. |
| შედეგი |
"იტერას" წარმომადგენელი წერეთლის ქუჩის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2009 წლის ბოლოსათვის მოხდება ბუნებრივი აირის დამონტაჟება. ამასთან, სამმა ოჯახმა, რომლებთანაც დაწყებული (თუმცა ამ მომენტისათვის შეჩერებული) იყო სამუშაოები, განაცხადეს, რომ სურდათ თავიანთი ხარჯებით დაესრულებინათ გაზის შეყვანა, მაგრამ მოითხოვეს თანხის ეტაპობრივად დაფარვა, რაზეც მიიღეს თანხმობა. |
| შეხვედრის ადგილი |
წალენჯიხა/ ქ. მიქავა |
| თარიღი/დრო |
23.01.2009/ 15:00 |
| თემა |
წყლის პრობლემა |
| სტუმრები |
წალენჯიხის მუნციპალიტეტის გამგებელი; შპს. "წყალკანალის" დირექტორი და დირექტორის მოადგილე; გამგეობის პრესსამსახურის უფროსი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია "ჯიხა"). |
| შედეგი |
წყლის პრობლემასთან დაკავშირებით გამგებელმა განაცხადა, რომ წყლის პროექტი გადაცემულია ეკონომიკის სამსახურისათვის და დაფინანსების მიღებისთანავე დაიწყება სარემონტო სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ ორი თვის ვადაში დასრულდება. მოსახლეობამ თავის მხრივ განაცხადა, რომ დროულად დაფარავდა წყლის გადასახადს. გარდა აღნიშნულისა შეხვედრაზე ისაუბრეს დასუფთავების პრობლემებზეც. |
| შეხვედრის ადგილი |
ახმეტა/ სოფ. ზემო ალვანი |
| თარიღი/დრო |
23.01.2009/ 14:00 |
| თემა |
სოფ. ზემო ალვანის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა |
| სტუმრები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები. |
| შედეგი |
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა სასმელი წყლის მოწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მოსახლეობას აინტერესებდა იყო თუ არა გათვალისწინებული თანხები წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 2009 წლის ბიუჯეტში. საკრებულოს წევრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იგი აღნიშნულ საკითხს აუცილებლად დააყენებდა საკრებულოს სხდომაზე. |
| შეხვედრის ადგილი |
ხარაგაული/ კიცხის თემის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბი |
| თარიღი/დრო |
23.01.2009/ 13:30 |
| თემა |
კიცხის თემის პრობლემები |
| სტუმრები |
სოფლის რწმუნებული; საკრებულოს წევრი; გამგეობის წარმომადგენელი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე წამოიჭრა არაერთი პრობლემატური საკითხი, რომელიც მწვავედ დგას ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. ესენია: სოფლებიდან ხარაგაულში მგზავრობის ფასის სიძვირე; ტრაქტორების შესყიდვის საკითხი; კიცხი-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის შეკეთება; სოფ. ბორში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია; სოფლებში ელექტროენერგიის გამრიცხველიანების დაჩქარება; ტყით სარგებლობის ფორმების გამარტივება. თუმცა მოსახლეობამ ვერ მიიღო ბევრ კითხვაზე პასუხი, რადგანაც გამგებელი არ ესწრებოდა შეხვედრას. მხოლოდ ორ საკითხზე მიიღეს ინფორმაცია, კეძოდ მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ 2009 წლის ბიუჯეტით იგეგმება 1 კმ. წყლის მილის შეცვლა, ასევე მოხდება ხარაგაულის გზის რეაბილიტაცია. |
| შეხვედრის ადგილი |
ჩხოროწყუ/ სოფ. ხაბუმეს ადმინისტრაციული შენობის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
21.01.2009/ 13:00 |
| თემა |
ჯებირების გამაგრება და სასმელი წყლის პრობლემა |
| სტუმრები |
გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსი; გამგეობის სპეციალისტები; სოფლის რწმუნებული; |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ 2009 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებული იქნება თანხები, სოფ. ხაბუმეში კონკრეტულ მონაკვეთზე ჯებირების გასამაგრებლად და ბოგირების აღსადგენად. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობამ ვერანაირი დაპირება ვერ მიიღო, თუმცა გარკვეულ საკითხებზე მაინც იმსჯელეს, კერძოდ: მიწიდან ძველი მილების ამოღება; 3 კმ. მონაკვეთზე წყლის მილების გამოსაცვლელად საჭირო თანხის დაანგარიშება და ა.შ. |
|
| შეხვედრის ადგილი |
ყაზბეგი/ ახალგაზრდული კლუბის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
20.01.2009/ 13:00 |
| თემა |
ცენტრალური პარკის დასუფთავება და გამწვანება |
| სტუმრები |
თემის რწმუნებული; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; მაჯორიტარი დეპუტატის ბიუროს წამომადგენელი. |
| შედეგი |
ცენტრალური ტყეპარკის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ახალგაზრდული კლუბი, საერთოდ არ არის მწვანე ნარგავები და არ არის საზოგადოებრივი ტუალეტი. ყოველივე ეს იწვევს ანტისანიტარიას აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც მოსახლეობის წინაშე საკმაოდ მწვავედ დგას. სწორედ ამ საკითხების მოგვარება სთხოვა მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. თემის რწმუნებულმა მოქალაქეებს პრობლემის მოგვარება აღუთქვა. ამასთან განუმარტა, რომ ნაწილი თანხა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გაწერილია 2009 წლის ბიუჯეტში და გაზაფხულზე უკვე პრობლემა თითქმის მოგვარებული იქნება. |
| შეხვედრის ადგილი |
კასპი/ სხდომათა სააქტო დარბაზი |
| თარიღი/დრო |
16.01.2009/ 12:00 |
| თემა |
ქ.კასპის, მირიან მეფის ქუჩის # 64 ბინის კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება |
| სტუმრები |
კასპის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი; კასპის წყალკანალის უფროსი; ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი; საფინანსო სამსახურის სპეციალისტი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე კასპის წყალკანალის უფროსი მოსახლეობას დაპირდა ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული საკითხის მოგვარებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს გზის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მოსახლეობამ ამ საკითხების მათთვის სასიკეთოდ გადაჭრის დაპირებაც მიიღო. |
| შეხვედრის ადგილი |
სიღნაღი/ მუსიკალური სკოლის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
15.01.2009/ 12:00 |
| თემა |
კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია |
| სტუმრები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული; რწმუნებულის მოადგილე; მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; შპს "კომუნალური სამსახურის" ხელმძღვანელი; არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე. |
| შედეგი |
საჯარო შეხვედაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომდგენლებმა და შპს "კომუნალური სამსახურის" ხელმძღვანელმა განმარტეს, რომ კანალიზაციის სისტემის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება, მანამდე კი დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები. მოსახეობის მიერ საჯარო შეხვედრაზე პრობლემის წარმოჩენამ ხელი შეუწყო საკანილზაციო ქსელის რეაბილტაციის სამუშაოების დაჩქარებას. საჯარო შეხვედაზე ასევე ისაუბრეს ქ.სიღნაღის სხვა პრობლემატურ საკითხებზეც. |
| შეხვედრის ადგილი |
ყვარელი/ არასამთავრობო ორგანიზაცია "ობოლ ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დარბაზი. |
| თარიღი/დრო |
15.01.2009/ 12:00 |
| თემა |
ყვარლის ტერიტორიაზე ნაგვის ბუნკერების განთავსება. |
| სტუმრები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი; დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი. |
| შედეგი |
საჯარო შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გადაწყდა: ნაგვის ბუნკერების ნაცვლად ქალაქში კვირაში ერთხელ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაიტანს (გურამიშვილის ქუჩიდან) სპეციალური მანქანა. |
| შეხვედრის ადგილი |
ხაშური/გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
14.01.2009/ 15:00 |
| თემა |
ქ.ხაშურის, ლომოურის ქუჩის გაზიფიცირების საკითხი |
| სტუმრები |
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; საკრებულოს თავმჯდომარე; "ხაშურგაზის" დირექტორი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე საუბარი გაიმართა ქ. ხაშურის ლომოურის ქუჩის გაზიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობას გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ერთი თვის განმავლობაში მიაწოდებდნენ. შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს "სამართლიან არჩევნებს" აღნიშნული დისკუსიის ორგანიზებისთვის. |
| შეხვედრის ადგილი |
ცაგერი/ გამგეობის სააქტო დარბაზი |
| თარიღი/დრო |
09.01.2009/ 12:15 |
| თემა |
დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემები |
| სტუმრები |
ცაგერის მუნციპილატიტეტის გამგებელი; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი; კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. |
| შედეგი |
მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს დასუფთავების საკითხი, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც უამინდობის გამო არ ხდება ნაგვის გატანა. გამგებელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აპირებენ ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სპეციალური მანქანის შესაძენად, რომელიც გაადვილებს არსებული პრობლემის დროულად მოგვარებას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა ინტენსივობით უნდა მოხდეს დასუფთავება ქალაქში. |
| შეხვედრის ადგილი |
საგარეჯო/ საკრებულოს მცირე დარბაზი |
| თარიღი/დრო |
30.12.2008/ 12:00 |
| თემა |
ქალაქ საგარეჯოს ქუჩების გარე განათება |
| სტუმრები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
შეხვედრაზე განხილულ იქნა საგარეჯოს ქუჩების გარე განათების საკითხი, რომელსაც ამომწურავი პასუხი გასცა საკრებულოს თავმჯდომარემ. მან დაწვრილებით განუმარტა მოქალაქეებს ის საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხებოდა ქალაქის ქუჩების გარე განათებას და კეთილმოწყობას. ის დაპირდა დამსწრე საზოგადოებას, რომ 2009 წელს გარე განათების პრობლემები აღარ ექნება მოსახლეობას. ხოლო ის ქუჩები, სადაც უკვე არის ამისთვის საჭირო ბოძები, იქნება განათებული უახლოეს ხანებში. |
| შეხვედრის ადგილი |
გურჯაანი/გამგეობის მცირე დარბაზი |
| თარიღი/დრო |
26.12.2008/ 16:00 |
| თემა |
გურჯაანის ახალგაზრდა მოქალაქეთა პრობლემები |
| სტუმრები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის პირველი მოადგილე; გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი; რესურსცენტრის ხელმძღვანელი; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია - "გურჯაანი", რადიო - "ჰერეთი", გაზეთი - "კახეთის ხმა") |
| შედეგი |
შეხვედრაზე გამგებელი ახალგაზრდებს დაჰპირდა მათ მიერ წარმოდგენილი პროექტის დაფინანსებას; სოფლის ბიბლიოთეკების საკითხის მოგვარებას; ასევე გამგებელმა პრიორიტეტულად მიიჩნია ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სკოლა-ინტერნატის პრობლემების მოგვარება. |
| შეხვედრის ადგილი |
ასპინძა/სოფ. ოშორის კლუბის შენობა |
| თარიღი/დრო |
26.12.2008/ 15:00 |
| თემა |
სოფ. ოშორაში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა |
| სტუმრები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; თემის რწმუნებული. |
| შედეგი |
შეხვედრაზე განხილულ იქნა წყლის მიწოდების პრობლემა, რომელიც დიდი ხანია აწუხებს მოსახლეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად მოხდება აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. შეხვედრაზე ასევე წამოიჭრა ხიდის რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების საკითხი. მოსახლეობამ მიიღო დაპირება აღნიშნული საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებითაც. |
| შეხვედრის ადგილი |
დიდგორი/სოფ. შინდისის სკოლის შენობა |
| თარიღი/დრო |
26.12.2008/ 14:00 |
| თემა |
საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა |
| სტუმრები |
დიდგორის რაიონის გამგებელი; გამგებლის მოადგილეები; გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლები; შინდისის ზონის რწმუნებული; მაჟორიტარი დეპუტატი; თბილისის სპორტის, სოციალური და ძეგლთა დაცვისა სამსახურის წარმომადგენელი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აუხსნა თუ რა სირთულეებს ქმნიდა რაიონში ბაგა-ბაღის არარსებობა. მათ გამგეობას თავადვე შესთავაზეს ბაგა-ბაღისათვის შენობა - ნ.ბარათაშვილის სახელობის მუზეუმი. სადაც რამოდენიმე ოთახში განთავსდებოდა ბაგა-ბაღია, ისე რომ შესაძლებელი იქნებოდა იმავე შენობაში მუზუმის არსებობაც. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს შენობა და გადაწყდა 2009 წლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. ადგილობრივმა მოსახლეობამ ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი თავადაც გამოთქვა. |
| შეხვედრის ადგილი |
წალკა/გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
26.12.2008/ 14:00 |
| თემა |
სასმელი წყლის მომარაგების პრობლემა |
| სტუმრები |
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გამგეობის სხვადასხვა სამსახურების უფროსები; რწმუნებული; გემგეობის იურისტი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა სასმელი წყლის მოწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მოსახლეობის აზრით პრობლემები გამოწვეულია მოძველებული წყლის სისტემით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, ბიუჯეტში თანხები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უკვე გათვალისწინებულია და სავარაუდოდ შემდეგი წლის ბიუჯეტშიც გაიწერება ფინანსები. მათ განაცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო სამომავლოდ პრობლემა არსებითად გადაიჭრება წალკის ყველა უბანში. |
| შეხვედრის ადგილი |
ლაგოდეხი/გამგეობის დარბაზი |
| თარიღი/დრო |
25.12.2008/ 13:00 |
| თემა |
ქ. ლაგოდეხის გაზიფიცირების პრობლემა |
| სტუმრები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; საკრებულოს წევრები; "ლაგოდეხგაზის" დირექტორი. |
| შედეგი |
ლაგოდეხის მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია კომპანია "სოკართან" დადებული ხელშეკრუბეის შესახებ, რომლის შედეგადაც მოხდება ლაგოდეხის გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება. ასევე, მიიღეს ინფორმაცია "ლაგოდეხგაზში" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. |
| შეხვედრის ადგილი |
ადიგენი/გამგეობის სააქტო დარბაზი |
| თარიღი/დრო |
25.12.2008/ 13:00 |
| თემა |
ადიგენის რაიონში რიტუალების სასახლის გახსნა |
| სტუმრები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე; გამგეობის სპეციალისტი; 5 სხვადასხვა სოფლის რწმუნებული. |
| შედეგი |
ადიგენის მოსახლეობის სურვილა, რომ რაიონს ჰქონდეს საკუთარი რიტუალების სახლი. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2009 წელს აუცილებლად გაიხსნება რიტუალების სახლი, რომელიც განთავსდება ყოფილ სათნოების სახლში (შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ). შეხვედრაზე ასევე დაისვა სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც. მოსახლეობამ მიიღო აღნიშნული საკითხის მოგვარების დაპირებაც. |
| შეხვედრის ადგილი |
სენაკი/გამგეობის სხდომათა დარბაზი |
| თარიღი/დრო |
25.12.2008/ 13:00 |
| თემა |
სენაკის ფოლკლორული ანსამბლის წევრების ფორმებით უზრუნველყოფა |
| სტუმრები |
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; საკრებულოს თავმჯდომარე; კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის უფროსი; მასმედიის წარმომადგენლები. |
| შედეგი |
შეხვედრის თემა შერჩეულ იქნა ფოლკლორული ანსამბლის ინიციატივით, რომელიც რეგიონში საკმაოდ წარმატებულია, თუმცა მცირე ფინანსების გამო ვერ ახერხებს შესაბამისი აქსესუარების შეძენას. ამ შემთხვევაში საუბარი იყო ანსამბლის წევრებისათვის ჩოხებისა და ფორტეპიანოს შეძენაზე. მოწვეული სტუმრების განცხადებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ბიუჯეტი ჯერ არ არის საბოლოოდ შედგენილი, აღნიშნული საქმიანობისთვის ფინანსებს აუცილებლად გაითვალისწინებენ. ამასთანავე, შეხვედრაზე მომზადდა წერილი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარსადგენად. |
| შეხვედრის ადგილი |
ნინოწმინდა/რესურსენტრის შენობა |
| თარიღი/დრო |
24.12.2008/ 12:00 |
| თემა |
სკოლის პედაგოგთა სერთიფიცირების საკითხი |
| სტუმრები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; # 4 საჯარო სკოლის დირექტორი; რესურსცენტრის წარმომადგენელი. |
| შედეგი |
შეხვედრაზე განხილულ იქნა 2009 წელს დაგეგმილი საჯარო სკოლის პედაგოგთა სერთიფიცირების საკითხი. პედაგოგებმა გამოთქვეს წუხილი ენის ბარიერთან დაკავშირებით. მოწვეულმა სტუმრება განაცხადეს, რომ სერთიფიცირება ჩატარდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე (ამ შემთხვევაში სომხურ ენაზე) და ამ კუთხით მათ საფრთხე არ ემუქრებათ. |
| შეხვედრის ადგილი |
ახალციხე/გამგეობის სააქტო დარბაზი |
| თარიღი/დრო |
23.12.2008/ 14:00 |
| თემა |
ქ.ახალციხის ზარზმის ქუჩის დასუფთავების საკითხი |
| სტუმრები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. |
| შედეგი |
გამგებელი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ აღნიშნულ ქუჩაზე კვირაში ორჯერ ივლის ნაგვის მანქანა, რომელიც გაასუფთავებს ზარზმის ქუჩას. შეხვედრაზე ასევე საუბარი დაისვა გარე-განათების საკითხიც. გამგებელმა ამ პრობლემის მოგვარებაც აღუთქვა მოქალაქეებს. |
| შეხვედრის ადგილი |
გურჯაანი/სოფ. ვეჯინის საჯარო სკოლა |
| თარიღი/დრო |
19.12.2008/ 14:00 |
| თემა |
სოფ. ვეჯინის ტერიტორიაზე არსებული ხევის გაწმენდის პრობლემები. |
| სტუმრები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი; სოფ. ვეჯინის რწმუნებული; მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურის დარგში; მასმედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია - "გურჯაანი", რადიო - "ჰერეთი", გაზეთი - "კახეთის ხმა) |
| შედეგი |
შეხვედრაზე დაისვა კითხვები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როდის და როგორ მოხდება ხევის გაწმენდა. გამგებელმა განუმარტა დამსწრე საზოგადოებას, რომ 2009 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ არის გაწერილი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც აღუთქვა დახმარება. კერძოდ აღნიშნა, რომ პროქტის ფარგლებში სოფელს გადაეცემა ტრაქტორები, რომლებიც იმუშავებენ ხევის გაწმენდაზე. ამასთან, ხევიდან ამოღებული ხრეში გამოყენებულ იქნება სოფლის შიდა გზების შესაკეთებლად. გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, შეხვედრაზე დაისვა სხვა, სოფლისთვის პრობლემატური საკითხებიც. |
|
 |
 |