ვაკანსიები

კონტენტ კრეატორი

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ეძებს კონტენტ კრეატორს სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდში სამუშაოდ.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • სოციალურ მედია არხებში კონტენტის შემუშავებასა და დაგეგმვაში ჩართულობა;
  • სოციალური მედიის კონტენტ კალენდრის შექმნა;
  • სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგების გამოყენებით ვიზუალური მასალის მომზადება (ქარდები შემდეგი პლატფორმებისთვის: Facebook, Instagram, Twitter);
  • TikTok-სთვის თემატური ვიდეოების გადაღება და განთავსება;
  • ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე/პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პორტფოლიოს არსებობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;


სამუშაო გრაფიკი: არასრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV და პორტფოლიო, 2024 წლის 04 ივლისამდე მეილზე: hr@isfed.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



ორგანიზაციის შესახებ:

  • "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:
  • საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, არჩევნებზე დაკვირვების, სიღრმისეული კვლევების, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისა და ამომრჩეველთა განათლების გზით;
  • მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იურიდიული დახმარების პროგრამის მეშვეობით;
  • დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;
  • ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.