EN
GE
2018 წლის საპრეზიდენტო
14 ნოემბერი, 2018
ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.
12 ნოემბერი, 2018
''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
9 ნოემბერი, 2018
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაანონსეს ახალი პროექტები, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს.
7 ნოემბერი, 2018
''სამართლიანმა არჩევნებმა'' 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 127 საჩივარი წარადგინა. აქედან, 15 საჩივარი დაკმაყოფილდა, 13 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 40 არ დაკმაყოფილდა და 18 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ერთი საჩივარი თავად ორგანიზაციამ მოხსნა. რამდენიმე საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.
5 ნოემბერი, 2018
წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.
4 ნოემბერი, 2018
2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე პრინციპული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.
29 ოქტომბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის მსგავსია. საარჩევნო უბნების 0.6%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.
28 ოქტომბერი, 2018
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები
28 ოქტომბერი, 2018
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
28 ოქტომბერი, 2018
ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით, 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 16.0% (+/-0.5 % ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად მცირედით ჩამორჩება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემს (17.2%). 
[1]  2  3  | შემდეგი
All rights reserved & Design is copyrighted