Completed

ამომრჩეველთა განათლება მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

პარტნიორი ორგანიზაცია: სტუდია \"რე\"

ხანგრძლივობა: 21 ნოემბერი, 2011 - 21 მაისი, 2012

საქმიანობები:
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდია \"რე\"-სთან ერთობლივად განხორციელდა საინფორმაციო კამპანია;
  • ჩატარდა 19 შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში. სულ მონაწილეობა მიიღო 400 - მდე ადამიანმა. შეხვედრებზე სადისკუსიო თემას წარმოადგენდა 2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ორგანულ კანონში \"პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ\", ასევე კამპანია \"ეს შენ გეხებას\" მიღწეული შედეგები, რაც აისახა კანონში შესული ცვლილებით